ქართველი ემიგრანტები საქართველოს ერთგვარი ელჩები არიან იმ ქვეყნებში, რომელმა ქვეყნებმაც კარი გაუღეს და უამრავი შესაძლებლობა მისცეს. ერთ-ერთი ასეთი ქართველი ემიგრანტია ლელა ვაშაკიძე, რომელიც წლებია ამერიკაში, კერძოდ კი ფილადელსიაში ცხოვრობს. ქალი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, დღეს წარმატებული ბიზნეს-ლედია.
რამდენიმე წლის წინ ლელა ვაშაკიძემ გახსნა კომპანია – “დაფოდილ ჰომ ქეარ”, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას სახლში მისვლით.
ლელა ვაშაკიძის დაარსებულ ამერიკულ კომპანიაში დასაქმებულია ასობით თანამშრომელი, მათ შორის ქართველებიც არიან, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან შტატებში.
თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ლელას ხშირად უწევს სამთავრობო წრეებთან შეხვედრა, სხვადასხვა კონფერენციებზე თუ სიმპოზიუმებზე დასწრება. ახლაც ამერიკელი კონგრესმენების მიწვევით იმყოფებოდა რამდენიმე დღიან კონფერენციაზე, სადაც განხილული იყო ბიზნესის განვითარების გზები და შესაძლებლობები. სხვათაშორის, ლელა ვაშაკიძე ამ ბიზნეს-ფორუმზე ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც მოწვეულთა სიაში იმყოფებოდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ქართველი ქალის ბიოგრაფიამ და ემიგრანტობის პირველმა წლებმა, როცა სრულიად მარტომ ყველა სიძნელე გადალახა და მყარად დადგა ფეხზე.
მიუხედავად იმისა, რომ ლელა ვაშაკიძე საკმადო წარმატებული ქართველია საზღვრებს გარეთ, მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია საქართველოზე ფიქრი და ქვეყნის მაჯისცემაზე მუდმივად უდევს თითი, ამიტომაცაა, რომ ყველგან საქართველოზე საუბრობს და მუდმივად ცდილობს სამშობლოსთვის სასიკეთო საქმე გააკეთოს. ამ ბიზნეს-ფორუმზეც, ლელამ ყველა იქ მყოფ მარალჩინოსანთან თუ ბიზნესმენტან საუბარში აღნიშნა, რომ უნდა მსგავსი ფორუმის საქართველოში ჩატარება, რათა მის ქვეყანაშიც მოხდეს საჭირო ინფორმაციების გაჟღერება და მაგალითების მიცემა.
გარდა იმისა, რომ ლელა ბიზნეს ლედია, მასში არასდროს იძინებს ჟურნალისტი და როგორც თავად ამბობს-„მოენატრა ჟურნალისტიკის ველზე ტრიალი“, ამიტომაც ამ შეხვედრაზეც ყველასგან ინტერვიუ აიღო და არ გაუშვა არც ერთი შანსი ყველასთვის საქართველოზე ეკითხა.