სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობამ “საქართველოსთვის” ამ საღამოს პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციაზე ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.
შემდეგ აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლეს.
-ქობულეთში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს!
რომლის უმოქმედობის შედეგიცაა 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის პროვოცირება/გარდაცვალება!
დღეს, 21 საათზე, მოძრაობა საქართველოსთვის, პარლამენტის უკან მდებარე საპროტესტო კარვებიდან, დავიწყებთ მსვლელობას ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ჩვენი მოთხოვნაა რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე სამართალდამცავი და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი!-აცხადებენ მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები.