კოტე იოსელიანის “უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს” შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი ქმარი გაიტაცეს და აიძულეს ამ ვიდეოს ჩაწერა.

თინა ბოკუჩავა:

-კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. გამტაცებლები, ჩემს მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”. მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

თინა ბოკუჩავას განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურებები.

გიორგი ვოლსკი:

-ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას” – რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ. დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ.

თინა ბოკუჩავას ბრიფინგს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი:

– ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი – ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, კადიროვი იტაცებს ასე ხალხს!

 

Leave a Reply