თუ გქვია პოლიტიკოსი, არჩევნებზში უნდა იღებდე მონაწილეობას.

კახა ძაგანია
“მემარცხენე ალიანსი”

–„მემარცხენე ალიანსმა“ პარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ 4 ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების გარდა არ გვაქვს ფინანსური სახსრები, არც სატელევიზიო ეთერები, შესაბამისად ამ ეტაპისთვის ძალიან დაბალია შანსი მოვიძიოთ ეს რესურსი და საკმაოდ დაბალია შანსი დიდ შედეგეს მივაღწიოთ, მაგრამ!..

მაგრამ… ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

თუ გქვია პოლიტიკოსი, არჩევნებზში უნდა იღებდე მონაწილეობას.

ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, როცა 2008 წელს ავიღეთ საპარლამენტო მანდატები და ბოიკოტი გამოვაცხადეთ. შესაძლოა, 2008 წელს ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში ის ავანტიურა, რომელიც მოხდა რუსებისა და სააკაშვილის მხრიდან, თავიდან ყოფილიყო აცილებული!

ჩვენ რომ მაშინ უცხოელი პარტნიორები გვესაუბრებოდნენ იმ დროს, როცა ჩვენ ვუხსნიდით, რომ ვებრძოდით რეჟიმს და ვუწყობდით პოლიტიკურ კრიზისს სააკაშვილის ხელისუფლებას, მაშინ გვიკვირდა მათი გაოცება, ახლა კი , ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ მართლები იყვნენ.

დღესაც, ოპოზიციამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, დიახ, უნდა იყოს მკაფიო, სამართლიანი და მართალი ოპოზიციურიო ხმა ყველა საარჩევნო დონეზე.
არჩევნები შედგება და რომელიმე პარტია ან პარტიათა ჯგუფი ტუ არ მიირებს მონაწილეობას, ეს არაფერს არ შეცვლის. ყველამ ვნახეთ ეუთო-ოდირის დასკვნა და ისიც, რომ „არჩევნები გაყალბდა“-ს ძახილი დარჩა მხოლოდ სიტყვებად და ვერავინ ვერ დადო ფაქრები ვერც აქ და ვერც სტრანსბურგის სასამართლოში.

არჩევნები – არის ბრძოლის საუკეთესო მეთოდი.

Leave a Reply