-„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით.
თქვენ გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირმა თავის დასკვნა დაწერა და ეუთო/ოდირის გახდა არამხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე…
-ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და ამაზე არსებობს რეაგირების ზომები – ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.
ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და კანონიერად არიან ციხეში!

Leave a Reply