რუბრიკა – სანამ ურემი გადაბრუნდება!

ა.წ.  28 ივნისს თითქმის ყველა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის დიდი ნაპრალების შესახებ.

28 ივნისს ჩვენც გავაშუქეთ ეს ინფორმაცია და როგორც ოფიციალური პირები ამბობდნენ  ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც სოფლებიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

დღეს 20 ივლისია. მალე ერთი თვე გახდება ამ მასალის გაშუქებიდან და პრობლემა ისეც მწვავედ დგას.

დღეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მოგვაწოდეს დღეისმდგომარეობის ფოტოები და ვიდეო.

როგორც მოსახლეობა ამბობს, დღემდე არ აქვთ დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მიწის ნაპრალების გაჩენა და არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია რა იქნება ხვალ და ზეგ, გაჩერდება თუ კიდევ დაიძვრება მიწის ქანი.

ჩვენს კითხვაზე, დაიცალა თუ არა ტერიტორია, გვითხრეს, რომ ავარიულ, საშიშ სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.

მოსახლეობისგან გავიგეთ, რომ მათთან კონტაქტზე გადის მერიაც და სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენმოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებას.

-უკვე გასული მოსახლეობა ზოგი ნათესავთან ცხოვრობს, ზოგი სად და ზოგი სად, ვისაც წასასვლელი არ აქვს ან ქირის გადასახდელი ფული კი არის სოფელში. განსაკუთრებით დაზიანებულია ხემაღალის შემდეგი ხევი და მომდევნო სოფლები. ზოგი სახლი მთლიანად დაინგრა და დაკიდეს ტრაფარეტი – არ იცხოვრება!  მაგრამ იზოლირება არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას! ამას დაუმატეთ ისიც, რომ შესაძლებელია მიწის მასა მდინარე ჩხერიმელაში ჩავიდეს და კი მიხვდებით საფრთხის დონე როგორ გაიზრდება.

იმასაც ამბობენ, კომპენსაციად 30 ათას ლარს იძლევიანო, ვერ გეტყვით პირველად ვინ თქვა და რამდენად მართალია ეს შეთავაზება, მაგრამ ამჟამინდელ პირობებში 30 ათას ლარად რა უნდა ვიყიდოთ-თან მიწები დიდი გვაქვს, ტყე, ბაღი… ამის ფონზე ეს შეთავაზება დაცინვაა ნამდვილად!-გვითხრეს ადგილობრივებმა.

დღეს კვირაა. ხვალ, სამუშაო საათებში  აუცილებლად დავუკვშირდებით კომპეტენტურ სტრუქტურებს და მათ პასუხს მაშინვე მივაწვდით სიცოცხლისათვიოს საშიში სოფლების მაცხოვრებლებს.

და მაინც, რასთან გვაქვს საქმე? რატომ დაიძრა მიწის ქანი და გაჩერდება თუ გააგრძელებს ნაპრალებად დაყოფას? ხომ არ უკავშირდება ნაპრალების გაჩენა ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობას და ხომ არ დაზიანდა ეკოსისტემა?

და ყველაზე მთავარი – რა ბედი ელით ამ მაცხოვრებლებს? ამ სოფლებში ცხოვრება აშკარად საშიშია! ხოდა მანამ ვიპოვოთ გზა, სანამ ურემი გადაბრუნდება!

Leave a Reply