შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული კონკურს-ფესტივალი ივერია – ბრილიანტი“, მეშვიდე ფესტივალი

ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ უკვე მეშვიდედ იმართება საქართველოში, რომელიც შშმ პირთა ხელოვნებაში ჩართულობასა და მათ შემდგომ განვითარებას, სრულ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ასევე ფესტივალის პრიორიტეტია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფესტივალი საერთაშორისოა და ყველა ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობის მიღება, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა.

ფესტივალის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და გამომცემელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილია.

ფესტივალი ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილე შშმ პირი გარდა სოლო სიმღერისა, მღერის დუეტს არა შშმ პირთან ერთად. მონაწილე შშმ პირს საკონკურსოდ სულ ორი დავალება აქვს – ერთი სოლო, მეორე დუეტი – არა შშმ პირთან ერთად.

წელს მონაწილე ქვეყნების საუკეთესო შემსრულებლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს თსუ-ს სცენაზე. მათი საერთო რაოდენობა 28 გახლავთ. ყველა მონაწილე არის საუკეთესო მომღერალი. საინტერესოა ის, რომ მონაწილეებს შორის არიან მოცეკვავეები, რომლებიც ასრულებენ დუეტებში.

წამყვანები: ნანა ცინცაძე და ლუკა მარგველაშვილი. ამ ნაწილშიც გათვალისწინებულია ინტეგრაცია.

უცხოელი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს საგზურს საქართველოში 2026 წლის ზამთრის კურორტზე, უფასოდ დასვენებას მეწყვილესთან ერთად (დუეტში მომღერალთან ერთად) და ასევე, გადავიღებთ კლიპს საქართველოს გამარჯვებულთან ერთად. მონაწილეებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

ქართველი გამარჯვებული მიიღებს პოლონეთის ფესტივალის საგზურს (მისი მგზავრობის ხარჯებს  დაფარავს ფესტივალი, ხოლო დანარჩენს, უცხოეთში ცხოვრების ხარჯებს მასპინძელი ქვეყანა), ასევე დაუმზადდება კლიპი, რომლის პრეზენტაციას გაიმართება „ივერია – ბრილიანტის“ მომდევნო ფესტივალზე.

ფესტივალს ეყოლება რჩეული, რომელსაც „ივერია – ბრილიანტის“ ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში, რეჯო კალაბრიის რეგიონში, მირანდა მამაგეიშვილი თავად შეარჩევს და ორ ადამიანზე სრულად დაუფინანსებს ერთკვირიან სამოგზაურო და დასასვენებელ საგზურს და, ზუსტად იმავე პერიოდში, 2026 წლის 20-30 აპრილს, გაიმართება „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალი რეჯო კალაბრიაში, რომლის მონაწილეც გახდება ფესტივალის აღნიშნული რჩეული.

წელს მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი.

ფესტივალი თანამშრომლობს ევროპის და ასევე სხვა ქვეყნების მსგავს ფესტივალებთან.

ფესტივალი გაიმართება 2025 წლის 26-27 ივლისს, საქართველო, თბილისი, ი, ჭავჭავაძის #1 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დარბაზი.

საფესტივალო კონცერტის მონაწილეები: ორი ჯუჯა – ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი, შაბან მამედოვი, ბიძინა მახარაძე, იურეკ ტურეკი (პოლონეთი), თამრიკო მეჭიაური, ეკა სალლი,  ლევან ბოცვაძე, ელენე ბერიანიძე, ჯგუფი ზღვარი, ლია ჯაში და დიეგოანდრეა ფისჩელლა (იტალია), თამარ ალადაშვილი, გვირილა, დავით არჩვაძე, ელენე ბერიანიძე.

ჟიურის წევრები: თამრიკო მეჭიაური (საქართველო), იურეკ ტურეკი (პოლონეთი), ნინო მეუნარგია (საქართველო), ლუჩიანო დრაგონე (იტალია), ლაშა გოგნიაშვილი (საქართველო), ეკა სალი (ალიმბარაშვილი) (საქართველო), ნინო მოდრეკილაძე (საქართველო), ლევან ბოცვაძე (საქართველო), ანა ღვინიაშვილი (საქართველო), ირმა ბაზერაშვილი (საქართველო, ემიგრანტი იტალიიდან), შაბან მამედოვი (საქართველო).

 

 

 

 

 

 

Leave a Reply