გვახსოვდეს… 👉 ლამარა აბაშმაძე – საპატიო თბილისელის წოდების მფლობელი

ლამარა აბაშმაძეს საპატიო თბილისელის წოდება 👉 გულიკო ზუმბაძის რეკომანდაციით მიენიჭა, როცა პოლიტიკოსი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

მას მერე წლები გავიდა, თუმცა გულიკო ზუმბაძე არ ივიწყებს ქალბატონს და გულითად მილოცვას უძღვნის.

📌გულიკო ზუმბაძე
-2008 წელი იყო, საარჩევნო შეხვედრას ვმართავდი სამგორის ერთ-ერთ სკვერში. ეს ქალბატონი ოდნავ მოშორებით იჯდა მერხზე და გულდასმით გვადევნებდა თვალს. ჩემი ყურადღება მისმა მრავლისმეტყველმა იერმა მიიქცია. გვერდზე ჩამოვუჯექი და გავესაუბრე.
ასე გავიცანი ლამარა აბაშმაძე – დამსახურებული ინჟინერი, მრავალი მეტროსადგურისა და გვირაბის დამპროექტებელი, საოცრად დახვეწილი და თხემით ტერფამდე ინტელიგენტი ქალბატონი. როცა თბილისის საკრებულოს დეპუტატი გავხდი, ქალბატონ ლამარას, ჩემი რეკომენდაციით, “საპატიო თბილისელის ” წოდება მიენიჭა. დღეს მისი დაბადების დღეა. ვულოცავ იმიერში…

Leave a Reply

You missed