პლატფორმა ინიციატივა

ალექსანდრე ტუღუში

ორგანიზაციის პრეზიდენტი

🎓 დროა განათლების სისტემამ ცვლილება დაიწყოს — რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები?
ერთი და იგივე გამოცდით მიღება უნივერსიტეტში ყველა პროფესიისთვის უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვეობის მოთხოვნებს.
🧠 სხვა უნარები სჭირდება მომავალ ექიმს, სხვა — ჟურნალისტს, არქიტექტორს ან ინჟინერს.
ყველას ერთნაირი ტესტებით შერჩევა ნიშნავს, რომ ხშირად ნიჭიერი ახალგაზრდები რჩებიან თამაშის მიღმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოერგნენ ერთ სტანდარტს.
📌 ამიტომ მჯერა, რომ უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ უფლება:
თავად შეარჩიონ სტუდენტები მათზე მორგებული გამოცდებით
შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ერთჯერად გამოცდას, არამედ მოიცავდეს აბიტურიენტის კრეატიულობას, ინტერესებსა და პროფესიულ უნარებს — ანუ იმ მახასიათებლებს, რომლებიც რეალურად განსაზღვრავენ მის წარმატებას არჩეულ სფეროში.
🇪🇺 ასეთ მოდელზე არიან გადასული ბევრ ევროპულ ქვეყანაში — და შედეგიც ძალიან მაღალია: უკეთესი კადრები, მეტი მოტივაცია და ნაკლები სტრესი ახალგაზრდებისთვის.
ერთიანი ეროვნული გამოცდები კარგს აკეთებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში — მაგრამ დროა, განათლების სისტემამ მომავლისკენ გაიხედოს.

Leave a Reply