📌გულიკო ზუმბაძე
“ლელო ძლიერი საქართველო”👇👇👇
დღეს 7 აგვისტოა…❗
ამ ომს ბევრი ღირსეული ადამიანი შეეწირა. ვარკეთილის მასივში, ჩვენი ოფისის სიახლოვეს, ადრე საცხენისის ქუჩა იყო. ახლა ეს ქუჩა აგვისტოს ომს შეწირული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის სახელს ატარებს.

გიგა ჩიხლაძე, 2008 წელს, გაზეთ „ალანიას“ რედაქტორი გახლდათ. ომის დაწყებისთანავე ცხელ წერტილში გაემგზავრა. მანქანაში ოთხნი იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაცხრილვა ბიჭების მისალმებას მოჰყვა – ისინი შეიარაღებულებს ქართულად მიესალმნენ… დაღუპულებს საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტები დარაჯობდნენ მორგში, რომ ისინი ოსურ მხარეს საერთო სასაფლაოზე არ დაემარხა.
აი აქედან, ამ ქუჩიდან კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა ვთქვა:
არა რუსულ ოკუპაციას!
სამარადისო ხსოვნა საქართველოს ერთიანობისთვის შეწირულ გმირებს!

