ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალი „ზღვის მარგალიტები 2025”
- ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ და უცხოურ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ჯგუფებს.
- ფესტივალი ჩატარდება 2025 წლის 20 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, (4 ღამე, 5 დღე) ქალაქ ფოთში.
- ფესტივალი გაიმართება ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე.
- ფესტივალში მონაწილე ჯგუფის ხელმძღვანელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ადამიანს, ამავდროულად, თითოეული ჯგუფის მონაწილეთა (მოზარდთა) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.
- ფესტივალში მონაწილე მოზარდთა ასაკი: 6-დან 17 წლამდე.
- ფესტივალში მონაწილე ჯგუფები იცხოვრებენ ქ. ფოთში არსებულ სასტუმროებში და უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით საცხოვრებელ ადგილზე.
- ფესტივალზე ყველა ჯგუფი წარმოადგენს ერთ საკონკურსო სპექტაკლს, რომლის ქრონომეტრაჟიც არ უნდა აღემატებოდეს 50 წუთს.
- ფესტივალის ჟიური შედგება 5 სტუმრისგან, მათ შორის იქნებიან რეჟისორი, მსახიობი, ქორეოგრაფი, მუსიკოსი. მათი ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალის საზეიმო გახსნაზე. ამავდროულად, ჟიურის მიერ ჯგუფების შეფასების კრიტერიუმები ცნობილი გახდება ფესტივალის საზეიმო გახსნაზე.
თუ გსურთ ფესტივალში მონაწილეობა, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ფორმა.
საკონკურსო ნომინაციები:
- საუკეთესო სპექტაკლი: I, II, III ადგილი.
- საუკეთესო მსახიობი ვაჟი: 6-12 წელი.
- საუკეთესო მსახიობი ვაჟი: 12-17 წელი.
- საუკეთესო მსახიობი გოგონა: 6-12 წელი.
- საუკეთესო მსახიობი გოგონა: 12-17 წელი.
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, ვაჟი: 6-12 წელი.
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, ვაჟი: 12-17 წელი.
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, გოგონა: 6-12 წელი.
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, გოგონა: 12-17 წელი.
მონაწილეები მიიღებენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დაწესებულ საჩუქარს – ფესტივალის სიმბოლოს. ამასთანავე, ფესტივალში მონაწილე ყველა ბავშვი მიიღებს ფესტივალში მონაწილეობის დამადასტურებელ საპატიო დიპლომს.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი:
ფესტივალის დირექტორი: მარტინ ღამბარაშვილი__ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი; ფოთის ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგი.
ფესტივალის პიარ–მენეჯერი: გიორგი სურმავა__ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი;
ფესტივალის ადმინისტრატორი: ნანა ნანავა__მუსიკოსი;ქ. ფოთის ა. ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგი.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: ელგუჯა ქარაია__ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი; ფოთის ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგი; საბავშვო თეატრალური სტუდია „არგოს“ ხელმძღვანელი.
ფესტივალი ტარდება ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულოი თეატრის მხარდაჭერით.
თეატრის დირექტორი: საბა ასლამაზიშვილი.
