კითხვა ![]()
– როდის აპირებს ლელო კანდიდატების დასახელებას და ბოლომდე შეთანხმდნენ თუ არა კანდიდატებზე გახარიასთან ![]()
ნიკა ჩერქეზიშვილი
“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ![]()
![]()
-ჩვენს კოალიციას და გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი ყველა დონეზე იყო ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული და მიზანზე ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად დავაზიანოთ “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ამისთვის კეთდება ყველაფერი ორივე პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.
მიმდინარე დღეებში პროცესი გადასულია ბოლო ფაზაში და ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება გაიგებს ვინ იქნება ჩვენი გუნდების შეთანხმებული თბილისის მერობის კანდიდატი. ასევე, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც იბრძოლებს თბილისისთვის. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თბილისელების არჩევანი ნამდვილად იქნება ჩვენი კანდიდატი კახა კალაძის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლის ამ ველის გამოყენებაც, ფრონტის ამ ხაზზეც ბრძოლა, მთავარი, გენერალური დაპირისპირების წინ, რომელიც არის საპარლამენტო არჩევნები.
