გულიკო ზუმბაძე
“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი
 
მთავარი ხაზი პუტინის სიტყვაში, ტრამპ-პუტინის “ერთობლივ ბრიფინგზე”:
1. არა ნატოსკენ მისწრაფება ;
2. რუსეთის გავლენა (როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე) უნდა აღდგეს.
3. პოსტ საომარ ვითარებაში, მშვიდობის შენარჩუნებაზე თავად უნდა იზრუნოს…
ამ “მიზეზებმა” გამოიწვია ეს ომი და ის “უნდა აღმოიფხვრასო”, – ამას ამბობს ფაქტიურად პუტინი, ანუ თავდაპირველ პოზიციაზე ისევ “მედგრად” დგას…
ტრამპ-პუტინის შეხვედრაზე, პუტინს არ უვაჭრია უკრაინის ცალკეული ტერიტორიებით – მისი გზავნილია – სსრკ საზღვრების აღდგენა რუსეთის იმპერიის ფარგლებში! და, მორჩა!
დანარჩენი თვალის სახეირო გართობაა, ხალიჩა წითელი იყო თუ ვარდისფერი, ისადილეს თუ არა ერთად, და მსგავსი თემები. პუტინმა ის დააფიქსირა, რასაც უკრაინაში შეჭრამდე აგონებდა მსოფლიოს.
პუტინს არ ესმის, რომ სხვა მოცემულობაშია და მისი ეს რიტორიკა ჰგავს ქონდრისკაცის ოცნებას, გახდეს დევი, როგორც ის წინა ცხოვრებაში იყო.
P.S. კუზიანს სამარე გაასწორებს!!!

Leave a Reply

You missed