xr:d:DAGB6H__6ho:3,j:1760205884754994530,t:24040913

გიორგი თავდგირიძე

-ოცნება, არ დაგელაპარაკებით და ვერ გაპატიებთ.

რუსეთის თავზე აფეთქებული ყოველი ჭურვი ივანიშვილის ბანდფორმირებაშიც ფეთქდება.
უკრაინა მალე მიიღებს ( ან კვე დასაწყობებული აქვს ) ახალ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს, ერამებს, დიდი რაოდენობით, რაც საშუალებას მისცემს კიდე უფრო მეტად გადატვირთოს რუსული საჰაერო თავდაცვა და შეამციროს გადაჭერილი რაკეტებისა და უპილოტოების რაოდენობა. ბრძოლა სამხედრო და სამრეწველო სიმძლავრეების გასანადგურებლად, ამ ეტაპზე, მთლიანად უპილოტოების და რაკეტების რაოდენობაზეა ჩამოკიდებული, ამიტომ სამი ათასზე მეტი ერამი შეიძლება ის ბოლო გრამმი იყოს, რომელიც აქლემს დააჩოქებს. ზოგადად, ვუნდერვაფე არ არსებობს, ნებისმიერი იარაღიდან ვუნდერვაფეს ეფექტის მიღება შესაძლებელია ეფექტური ტაქტიკის გამოყენებით. რატომ ველოდებით ერამებიდან მნიშვნელოვან ეფექტს?
1. ახალი საბრძოლო სისტემაა, რომელიც უკრაინისთვის შეიმუშავა და დაამზადა ამერიკამ, ევროპელების დაკვეთით ( ამწინადადებაში ოცნების განაჩენიც დევს ). ახალი სისტემები დიდ დროს მოითხოვენ, სანამ მოწინააღმდეგე მათთან ეფექტურ გამკლავების ხერხებს მოიფიქრებენ;
2. ერამები ფრთოსანი რაკეტებია, საჰაერო პლატფორმებიდან გასაშვებად, რაც მათ გამოყენების ოპერატიულ სიღრმეს ზრდის და ამასთანავე მათი გაშვების წერტილი ვერ კონტროლდება.
3. რაკეტები ინერციულია და ამასთანავე სამარშო ძრავიც აქვს, რაც მათ ჩამოგდებას ართულებს.
4. სიზუსტე 14 მეტრიან რადიუსშია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
რაც მთავარია, უკვე ეფექტურ საჰაერო დარტყმების ტალღას დაემატება ხარისხობრივად და რაოდენობრივად ახალი შემადგენელი. რაც დაზიანების მაშტაბებს არაპროპორციულად მაღალ მაჩვენებელზე აიყვანს.
საჰაერო დარტყმების ეფექტურობის ზრდა იწვევს სახმელეთო ოპერაციებში დომინაციის მოლოდინებს, რაც წაახალისებს უკრაინელების ნებას შეტევებზე და თრგუნავს რუსების ბრძოლისუნარიანობას. მორალურად ისედაც დეგრადირებულ რუსულ არმიას ( სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ძარცვავენ მასიურად და ასევე, უპრეცედენტოდ მასობრივ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში, რომელიც რუსული არმიის მასობრივ სპიდიანობაშიც ვლინდება, დიდია ძალადობრივი სექსუალური კავშირების ხვედრითი წილიც ) მალე დაემატება შიშის სინდრომიც, დამარცხების პერსპექტივის ზრდა, სულ უფრო მეტად დაუკარგავს ჯარისკაცებს ორგანიზებულად ბრძოლის სურვილს. რას იწვევს ეს, ახსნა არ ჭირდება.
პ.ს. ოცნებას ( ივანიშვილის ბანდფორმირებას ) უნდა ესმოდეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ბრუტალურობის მაღალი ხარისხი, მმათთან, როგორც ამ ბრუტალურობის ხელშემწყობებთან, კოჰაბიტაციის ალბათობას გამორიცხავს. ამიტომ, პოსტივანიშვილის საქართველოს პოლიტიკაში ოცნების მონაწილეობა ახლავე გამორიცხულია. შესაბამისად, კალაძის განწირული ყვირილი – დაგველაპარაკეთ, არც ტონალობაში ჯდება და არც ოცნების ფაქტობრივ მდგომარეობას შეესაბამება. კალაძეს შეუძლია ახლავე ივარჯიშოს: გვაპატიეთ.
არ დაგელაპარაკებით და ვერ გაპატიებთ.

Leave a Reply