
დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განახორციელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება, რა გზითაც, 2024-2025 წლების განმავლობაში, იგი ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს.