-უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები – ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ
ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა – როგორც კი ნახეს, რომ დამხობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ.
რა თქმა უნდა, ბურჭულაძის და ორგანიზატორების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ბურჭულაძეს ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო!
