-ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში. საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას.
