„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ამ საკითხზე რამდენიმე კითხვით ტელეკომპანია ახალი ემიგრაციაში მყოფ, სხვადასხვა კანონპროექტის ავტორს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.
-ხელისუფლებამ რატომ მიიღო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება?
სავარაუდოდ რუსეთმა მოსთხოვა კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის (78–ე მუხლი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) ამოღება. ამ ჩანაწერის ამოღებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. რადგან არსებულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ და ამის გაკეთება არ შეუძლიათ, სავარაუდოდ 2026 წელს უნდა დანიშნონ ვადამდელი არჩევნები, სადაც ოცნებამ დიდი უპირატესობით, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებით უნდა მოიგოს. უპირატესობით მოგება კი გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ ლელო და ნაცები და სხვა პროევროპული პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ამიტომ მათი აკრძალვა გადაწყვიტეს…ლოგიკურად ასე გამოდის, რადგან სხვა შემთხვევაში რატომ უნდა სჭირდებოდეს ოცნებას მათი აკრძალვა?
მთლიანად ოპოზიციური სპექტრი ახლა ხომ ძალიან დასუსტებულია? რაც შეეხება კონსტიტუციაში ჩანაწერს, 2017 წელს როდესაც ამას აპირებდნენ, მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ კონსტიტუცია გრძელვადიანი დოკუმენტია და მასში საგარეო კურსის ჩაწერა პოლიტიკური სიბეცეა, თუმცა რადგან ჩაწერეს, კონსტიტუცია უნდა დაეცვათ, მოქალაქეს კანონის დაცვას როგორ მოსთხოვ, ან რა მაგალითს აძლევ თუ თვითონ ხელისუფალი კონსტიტუციას არღვევ…
