ბარბარე გაგუა – 10 წლის

-აქტიური და ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან აინტერესებს ისტორია, მითოლოგია და სხვადასხვა კულტურა. მიყვარს ახალი იდეების აღმოჩენა, მოთხრობების დაწერა, პრეზენტაციების მომზადება და შემოქმედებითად მოპოვებული ცოდნის გაზიარება. ჩემი ინტერესები ყოველთვის მაძლევს მოტივაციას, შევიგრძნო ახალი, დავგეგმო და შექმნა რაღაც საინტერესო.
“მთის სურნელი”
დილა ნელა იფინებოდა მთის ძირზე გაშლილ სოფელში. მზე მხოლოდ თავს უყრიდა მწვანე ფერდობებს, როცა ნისლი ჯერ კიდევ ეხვეოდა წიწოვან ტყეს.
სოფლის კიდეზე, პატარა ხისწ სახლიდან ნინო გამოვიდა.ხელში კალათა ეჭირა – აპირებდა მთაზენ ასვლას, მარწყვების მოსაკრეფათ.
ჰაერი სუფთა იყო, ნამით გაჟღღენთილი ბალახის სურნელი ერწყმობოდა ფიჟვების არომატს. ნინოს გული ევსებოდა ამ სურნელით – მთის ჰაერი მისთვის ბავშობის მოგონება იყო. ახსენებდა ბებია,რომელიც დილაობით თაფლს ამზადებდა და ხის ჩაის კოვზით ურევდა ქვაბში, მამა კი დილის სიმღერით შორს, ფერდობზე ეუბნეოდა:- მთა გულიდან ადგილია, ნინო, ვინც მთას შეიყვარებს, იმან ადამიანიც შეიყვარა.
ნინო ნელა აჰყვა ბილიკს. ყოველი ნაბიჯით თითქოს ახლოს მიდიოდა საკუთრ თავთან. ჩიტების ჭიკჭიკი, ბალახზე ნამი, მზის თბილი სხივები – ყველაფერი ერთად ქმნიდა სიწყნარეს, რომელსაც ვერასდროს პოულობდა.
მთის წვერზე რომ ავიდა, სუნთქვა შეიკავა. წინ გაშლოდა უსასრულო სივრცე – მწვანე, ცისფერი,
და ოქროსფერი ფერების შერევა. მთის სურნელი თითქოს ცას უერთდებოდა. ამ სურნელში იყო ბავშობის სიცილი,ბებიას ტკბილოი სიტყვა და მამის რჩევა.
ნინო ჩამოჯდა ბალახზე და თვალები დახუჭა. იგრძნო, როგორ ეღვერებოდა მთის სული გულში – სისუფთავე, სიმშვიდე, და რაღაცა უცნაური ძალა, რომელიც აძლიერებდა.
თითქოს მთამ ჩუმად ჩასჩურჩულა:
-ნუ დაგავიწყდება, საიდან მოდიხარ.
საღამოს , როცა სოფელში დაბრუნდა, კალათა სავსე ჰქონდა მარწყვით, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც მთიდან ჩამოიტანა, არ ჩანდა – მთის სურნელი, სუფთა, თბილი და უჩუმარი, რომელიც მუდამ დარჩა მასთან.
ბარბარეს ნახატი

