დავით ბზიკაძე

თუ მიტოვებულ სოფლებში კერებზე ცეცხლი არ
გაჩნდება, მტერი ადვილად მოგვერევა!
ოდესღაც სამეფოს გარეთ არსებობდა ერთი პატარა სოფელი, რომელიც დამოუკიდებლობითა და ბუნების ნაყოფით სარგებლობდა თავისუფლად ისე, როგორც სოფლის მაცხოვრებლებს სურდათ. მოსახლეობა მჭიდრო, ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები და ამავდროულად ამ ნაყოფიერობით მომნუსხველ მიწაზე, რაღაც ულამაზესი, უმშვენიერესი ხეები ხარობდნენ, რომლებსაც ჩამოკორწიალებული ჰქონდათ ფესვებამდე იასამნისფრად დაფოთლილი ტოტები. გოგრებით, მარწყვებით, კომბოსტოებით, წითელი ხასხასა პომიდვრებით მორთული მწვანე აბიბინებული ბალახები და ყურძნის ტევნებით გადაჭიმული ცის თვალსაწიერი იქ, სადაც მოსასვენებელი ადგილები იყო. ორიოდე წუთის სავალზე კი ულამაზესსა და ღვთაებრივ შესახედ ჩანჩქერს შეხვდებოდა კაცი, რომლის ფერი ცას გავდა, რომლის წვეთები არა მარგალიტებს, არამედ მზის სხივებს მიმოაფენდა აქეთიქეთ. ბილიკი ორად იყო გაშლილი, რადგან გზაზე დადგომისთანავე მხოლოდ ორ ადგილას წასულიყო კაცი და ხიფათს არ გადაყრილიყო. მესამე არა სრული გზა სოფლის მაცხოვრებლებისთვის და ყველაზე მთავარი, ახალი ბილიკი. ამ გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ ამ გზას იქამდე ვერ დაამთავრებდნენ, მანამ სანამ გზის ბოლოში ეკლესიას არ ააშენებდნენ, რომელიც გახდებოდა სოფლის მაცხოვრთათვის უპირველესი გზა. აქ ხალხი თითქოს სიმშვიდეს მართავდა და შეეძლოთ ყველაფრის მოგვარება არა ჩხუბითა და აყალმაყალით, არამედ მშვიდად, დიპლომატიურად, გაწონასწორებულად და კეთილშობილად. სოფელი ისეთი პატარა იყო ყველა, ყველას იცნობდა და ზოგი ნათესაობითაც კი იყო ერთმანეთთან დაკავშირებულნი. მათ გააჩნდათ საბრძოლო ძალა, სადაც მხოლოდ თვრამეტი კაცი იყო და „სოფლის მცველის“ სახელით მოიხსენიებოდა. ბავშვებს ხშირად უყვარდათ ეზოებში შეპარვა. კვირა არ გადიოდა ერთ აბეზარა, მარტოხელა კაცს, რომ არ სტუმრებოდათ. უყვარდათ მისი გაჯავრება, რადგან დაჭერა უჭირდა მოხუც კაცს. უმშვენიერესი მთები ირგვლივ კი მათ ულამაზეს ხედს აძლევდა. ის მათთვის გონებისა თუ თვალის სატკბობი ხედი იყო, ხოლო ეს მთები ამავდროულად მდიდარი იყო მარილით, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სამეფოს ამარაგებდა, ხოლო სანაცვლოდ აბრეშუმს ღებულობდნენ, რომელიც მაღალი ხარისხით ფასობდა. სამეფოს მოსახლეობა ძალზედ განსხვავებული ხალხით იყო გარე თუ შინა მოცული, რადგან ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი მსგავსი გააჩნდათ. მათი „განვითარება“ არაფრის მომცველი იყო. არც მათთვის და არც სხვისთვის. ერთადერთი, რაც მათ გამოარჩევდა სხვა სამეფოებისაგან იყო ჯარის დამახასიათებელი ჩაცმულობა და გალავანი, რომელიც უთვალავ წელს აღუთქვამდა თავისი ისტორია. წესრიგის რა მოგახსენოთ. ერთ დღესაც თავზარდამცემი გრამოტა მოუვიდა სამეფოს წინამძღოლს ანუ მეფეს, რომელიც არა მხოლოდ სამეფოს ეხებოდა, ამავე დროს გრამოტაში ეწერა ის, რომ მათი დაცემის შემდეგ განადგურდებო ის ყველა ახლო ნაწილი, რომელიც სამეფოს ირგვლივ მდებარეობდა. ორ სამეფოს შორის გამომწვევი დაპყრობის სურვილი გამოწვეული იყო მხოლოდ ერთი მიზნის გამო, რომ მათი საზღვრები გაზრდილიყო, რათა მეტ ადამიანს შესძლებოდა სამეფოს გალავნებში ცხოვრება. შეიკრიბა სამეფოში მცხოვრები ყველა მაღალ წოდებრივი საზოგადოების წევრი, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მეფის გვერდით მდგარიყვნენ ქვეყნის სტრატეგიული მოვლენების გაუნჯობესებისათვის.
-მეფე მობრძანდება!
ყველა ფეხზე წამოდგა, მაგრამ ერთმა პატარა კაცმა არ ინება ფეხზე წამოდგომა და თან მკვეხად ჩურჩულებდა.
-რა ღირსია ჩვენი მეფე ფეხზე წამოდგომის?!
თურმე ეს კაცი ერთი დიდებული და ამავდროულად ვაჭარი კაცი ყოფილა, რომელიც ბრაზით შეჰყურებდა მეფეს მისი ქარავნის მცველთა არ დამატების გამო.
-მე, როგორც ამ სამეფოს უზენაესი მმართველი მოგიწოდებთ თქვენ ყოველთა აქ მჯდომს, რომ ჩემი სიტყვების ყოველი მარცვალი თქვენთვის გასათვალისწინებელი და ყურად ახლოს მყოფი იყოს, რადგან თავს მეტად დიდი შავი ხვედრი დაგვატყდა, რომელიც ჩემს მეფობას ისტორიულად გამოარჩევს თუ ჩვენ…
მთავარსარდალმა თქვა.
-მეფეო, თუ ჩვენ რა?
-თუ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ.
-კი, მაგრამ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე ასეთი გამბედავი, რომ ჩვენს სამეფოს ემუქრება გრამოტაში?
თან იცინის ირონიით. მეფემ კი თქვა…
-ჰუსარებმა.
ატყდა ჩოჩქოლი და ჩურჩულით საუბრები დიდებულებს შორის ჰუსარების შესახებ. ჰუსარები ახალი გამოჩენილი მებრძოლთა რაზმი იყო, რომლებსაც არ გააჩნდათ სამეფო იმდენად ახალი ერი იყო ისტორიაში. რაზმის მეთაური მეშკო ძალზედ უდიპლომო კაცი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ამ ომის მოგება თავისი ჰუსართა რაზმით. ეს იყო საბრძოლო დანაყოფი, რომელსაც გააჩნდა თავისებურება საბრძოლო ხელოვნებაში ბრძოლის ველზე. ხოლო მათი სახელი მომდინარეობს მათივე ვიზუალის გამო, რომლებსაც ზურგზე ეკეთათ დიდი მჩატე ბუმბულით შემკული ფრთები. ამ ფრთებს კი თავიანთი დანიშნულება ჰქონდათ, რადგან ცხენზე კორწიალობის დროს ფრთების ერთმანეთზე მიდება გამოსცემდა ხმას, რომელიც ეხმარებოდა მის მტარებელს, რადგან სხვა ცხენები, რომლებისთვისაც ეს ხმა უცხო იყო აფრთხობდა და გახედნილ ცხენს გაუხედნავს ხდიდა.
-მეფეო, ჩვენ ხომ გაგვიჭირდება მათი მოგერიება, რატომ უნდა ჩავიგდოთ თავი საფრთხეში, როდესაც გალავნიდანვე შეგვიძლია ვებრძოლოთ და მათი უპირატესობა მკვეთრადვე შევამციროთ?
-სწორედ ამაზე საუბარი მსურდა. რა ვუყოთ იმათ, ვინც გალავნის გარეთ არიან?
ის ვაჭარი და ამავდროულად დიდებული კაცი ადგა და თქვა.
-ეგ ხალხი ხო ჩვენს დაქვემდებარების ქვეშ არ არის?! რატომ უნდა ვიფიქროთ მათზე?!
-რადგან ერთ დროს ჩვენი ერი სწორედ ამ მთიან თუ ბარიანმა სოფლებმა გადაარჩინა, რომლებმაც ჩვენი დინასტიის მესამე მეფე იხსნეს მტრის ბანაკიდან, ხოლო ხალხს კი კვებავდნენ.
-ხო მაგრამ ეხლა ხომ მესამე მეფე არ არის ტახტზე?!
თქვა მან უზრდელად.
-მე მათ წინაშე ვალდებულებას ვგრძნობ.
-სწორედაც რომ ეგ ვალდებულება იქნება მეფეო ჩვენი ერის გამანადგურებელი.
-და რატომ? მე მათ აუცილებლად ჩემს სამეფოშ ვამყოფებ იქამდე სანამ ჰუსარები მოადგებიან სამეფოს შორი ახლო მიწებს.
დიდსულოვანი მეფე გაბრაზდა და მისი წინადადების დამთავრებისთანავე პასუხს ელოდა ვაჭარ-დიდებულისაგან.
-თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ იზრუნოთ სამეფოზე და არა სოფელზე, რომელიც სრულებით არაფრის მომცემნი არიან თქვენთვის ან ხალხისთვის.
სამეფო სტრატეგიული საუბრები მეფემ დასრულებულად მიიჩნია და მისი საბოლოო აზრი ასე გამოთქვა.
-მე მათ ჩემს სამეფოში შემოსვლის ნებას მივცემ ჩემი წინაპართა ვალის გადახდის მიზნით.
მეფემ გაუშვა შიკრიკნი სოფლებში და აღუთქვა მათ დახმარების სურვილი. ჩვენთვის ერთ-ერთ უკვე კარგად ცნობილ სოფელში ჩასულმა შიკრიკმა, რომელსაც ამბავი უნდა მიეტანა, გზად დახვდა სოფლის მცველთაგან ერთი და მანვე მიიყვანა სოფლის მთავარ კაცთან, რომელიც ჯარს მეთაურობდა. მას ფრაიო ერქვა. წაკითხვის თანავე ფიქრი დაიწყო, რა უფრო უმჯობესი იყო გმირულად შერკინოდა თუ მათ შეხვდებოდათ ჰუსართა არმიის ნება, თუ მეფის კეთილშობილურ შემოთავაზებას დასთანხმებოდა. მას არ უნდოდა მის მოსახლეობას ეგრძნო ის წაწყმედილება, უგულოება, უსულოება, სიარყე და უღმერთოება, რომელიც ქალაქის შუა გულში ბუდობდა. მან ეს ყველაფერი კარგად იცოდა. ფრაიო ძალზედ მოაზროვნე, ფილოსოფოსი ადამიანი იყო და იცოდა თუ ადამიანი ამის გემოს გაიგებს, როგორც მტაცებელი მონადირებულის სისხლისა, მაშინ რთული იქნებოდა ამ გემოს მოცილება რეცეპტორებიდან, რომლებიც ადამიანის სულსა ჰკვებავდნენ გემოვნებიანად. საბოლოოდ მან პასუხის დაგვიანება ამჯობინა და თავის მცირე რაზმში მყოფ, ერთად გაზრდილ ძმადნაფიცს, რომელიც მსგავსად ფილოსოფიისა და დიადი აზრების მონადირე იყო დაუძახა. მათ გამართეს ერთმანეთში დიალოგი.
-ფრაიო, მიძახოდი?
-დაბრძანდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი, რომელიც მხოლოდ შენთან დიალოგისას გამოიღებს ნაყოფს.
-კარგი, მითხარი.
ფრაიომ ყველაფერი უამბო მომხდარის შესახებ თავის ძმადნაფიც აურელიანოს. თავისი მძიმე ნიშანთვისებებითა და შედეგებით.
-ფრაიო ეს ხომ ნათელია, ორივე გზა დამღუპველია ჩვენი ხალხისა და სოფლისათვის.
-ვიცი, სწორედ ამიტომ მჭირდება ამ თემის შენთან განხილვა.
-ადამიანურობის კრიტიკით დავიღალოთ საუბარში თუ რაიმე ერთი კარგი თვისება ამოვარჩიოთ და მასზე ვისაუბროთ, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი სოფელი?
-ადამიანის ერთი გამორჩეული თვისება მოგონებათა სიყვარულია, რომელსაც ყველაფერ მისთვის ღირებულისადმი განიცდის.
-სწორედაც რომ ჩემო ფრაიო ეგ არის ადამიანის გადამრჩენელი.
-ანუ ემხრობი იმ აზრს რომ მეფის შემოთავაზებას დავთანხმდე?
-ეგ არ მითქვამს. ვფიქრობ ჩვენმა მართალმა ღმერთმა არ უნდა გაგვწიროს და მიგვივიწყოს.
-ეს ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია მარტივად ღმერთის დავიწყება, თორემ მის ღვთაებრივ ფიქრებში ყველა ჩვენთაგანია დაუვიწყარია.
-რთულია ფრაიო რამის შეჯამება…
-ვფიქრობ ღმერთის იმედზე დარჩენილებმა უნდა მივიღოთ მეფის სურვილი და წავიდეთ.
-სულ ასეთი იყავი…
-რას გულისხმობ აურელიანო?
-ყოველთვის იმედით მოქსოვილ აზრებს ჰყავდი შეპყრობილი, რომლების მთავარი მამოძრავებელი იმედი იყო.
მათმა ერთმანეთს ღიმილიანი სახით შეხედეს და გაიცინეს.
-შენ კი ჩემი აზრების პილატე, რომელიც თითქოს ვერ ხვდება ვერაფერს, მაგრამ მთავარ იდეას სწორედ რომ შენ იჭერ და ხელებს იბან შენივე სამართლიანი გადაწყვეტილებებით.
-ვგონებ, ჩვენი სამოთხისეული სოფელი განადგურების პირასაა ასე, რომ დაბრუნებული ხალხი თავიდან აღადგენს, ხოლო დაწყვეტილი ვერ. ასე რომ ვფიქრობ სოფელი არა მიწაა, არამედ ხალხი.
-სწორედ ეგაა საქმე დაბრუნდებიან თუ არა.
ორივემ კარგად იცოდა ადამიანის ბუნება თუ რაოდენ ადვილად ეჩვევა ის სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც. დაუძახეს შიკრიკს და დააბარეს მეფისათვის პასუხი გადაეცათ.
-ასე აჯობებს ალბათ აურელიან ჰო?
აურელიანოს პასუხი არ გაუცია, თავი ჩაღუნა და მოთამაშე ბავშვები, რომლებიც ეზოში იპარებოდნენ გამოიჭრა და მათთან გადაინაცვლა, რომ ხელი შეეშალა მათი უწყინარი გასართობისათვის. სამეფოში გამობრუნებულმა შიკრიკმა მეფეს მოახსენა:
-მეფეო ისინი თანახმა არიან.
მეფემ გაიხარა და თქვა რომ მოემზადებინათ გალავნის შიგნით, რაღაც პატარა, მაგრამ მოკრძალებული ადგილი, რომელიც ვალს პირნათლად და ღირსეულად აღასრულებდა. ორი დღის შემდეგ სამეფო კარიბჭეს დატვირთული გლეხთა ნაკრები მოადგა თავისი თვრამეტი მეომარით. მოთავსდნენ მეფის გამოყოფილ ადგილას. მოსაღამოვდა. მეფემ ფრაიო ნადიმზე მიიწვია. აურელიანო კი სოფლის მოსახლეობას ყურადღება გადაებარა სანამ ფრაიო ნადიმიდან დაბრუნდებოდა. ნადიმი მოლაპარაკებას წარმოადგენდა ეს კი კარგად იცოდა ფრაიომ და ამისათვის მოემზადა.
-მეფეო მუხლს ვიყრი თქვენი დიდების წინაშე.
-ადექი ჩემო კარგო მეგობარო, შენ ეს ვალდებულებად არ გეკუთვნის.
დასხდნენ მაგიდასთან დიდებულებთან ერთად. ვაჭარ-დიდებულმა ფრაიოს შეკითხვა დაუსვა:
-რატომ წამოდით თქვენი მიწიდან? მას ხომ გაანადგურებენ?
ფრაიო ვალდებული იყო მისთვის აეხსნა, როგორც დიდებულის ტიტულის მატარებელი ადამიანისთის, მაგრამ ფრაიო ასეთი როდი იყო. ის არა ტიტულს, არამედ ადამიანის ღირსეულობას აფასებდა.
-რა ხმა ჩაგივარდა?
-ამ შეკითხვას მეფიდან გავცემ მხოლოდ პასუხს და არა სხვისგან, რადგან ის უფრო კარგად გაიგებს ჩემს ნათქვამს, ვიდრე სხვა, რომელიც ვაჭრობით არის დაკავებული.
ეს ვაჭარ-დიდებულს არ მოეწონა და განრისხებული ჩაიჩურჩულა რაღაც.
-დაე გვიამბე შენი გადაწყვეტილების შესახებ ფრაიო. იქნებ ისეთი პასუხი გაქვს, რომ მე შენგან ვისწავლო რაიმე ისეთი, რაც ამ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებაზე მიმიჩინებს ადგილს.
-მეფეო ეს, არც სწორი და, არც არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ყოველივეს აზრი მხოლოდ იმედსა და ბედის გაუწირაობას მოიცავს.
მეფე ყველაფერ ამას ღრმად ჩაწვდომის გარეშე მიხვდა და, არც გადაკვრით უხსენიებია, რაიმე მსგავსი მთელი საღამო. უკან დაბრუნებული ფრაიო აურელიანოს ეკითხება ახალი ადგილის შესახებ, თუ როგორ შეეგუა ხალხი. აურელიანო კი ეუბნება, რომ მონატრება წამოსვლის წამიდან დიდია მათ გულებში, მაგრამ ისიც უთხრა, რომ ხალხის ჩაკეტილი ყოფნა კიდევ უფრო მითუმეტეს, როცა ისედაც გარშემო კედლებია, რთული შესანარჩუნებელი იქნება მათი გარყვნა. გადის ერთი კვირა. გალავანს მოადგა ჰუსართა დიდი და დიდებით აღვსილი არმია. გაიმართა ისტორიაში შესული ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა. შიგნით მყოფი ჯარისკაცები ინარჩუნებდნენ სამეფო ქალაქს, ჩვიდმეტი დღის განმავლობაში. ჰუსარები მართლაც რომ დიდებული მეომრები იყვნენ, მაგრამ დიდებულ მეომარსაც აქვს ის სისუსტე, რომელიც აძლევს საშვალებას დიდებულობასთან ერთად სხვა ადამიანური ფაქტორიც შეუნარჩუნოს, რადგან ქვეყანა სწორედ ასეთი კანონებით არის მოწყობილი. კედლებს გააჩნდათ მაღლობლები გარედან, რომელიც კანალიზაციისათვის იყო კედლის გამყოლ ზოლად, მაგრამ ეს არა თუ შიგნით ხალხს ეხმარებოდა ინდუსტრიული თვალსაზრისით, ჰუსარებსაც არა ნაკლებ გამოადგათ. ცდილობდნენ მაღლობებზე დამდგარიყვნენ და აქედან აყოლოდა რამდენიმე ერთად კედლის ზოლს, მაგრამ ზოლის ბოლოში დამდგარი კედლის მცველი იმდენად შეშინებული და გაველურებული მეომრის მოძრაობებით გამოირჩეოდა, რომ ჰუსართა ჯარისკაცები თანმიმდევრობით ვარდებოდნენ კედლის ბოლოდან. ასევე კედლის მცველთა რაზმს გააჩნდათ ზეთი, რომელსაც ასხავდნენ კედელს და ქვაზე გადასხმულ ზეთს ცეცხლს დაუგდებდნენ რა დროსაც ისეთი ცეცხლის ბუღი დგებოდა, რომ ვერ ასწრებდნენ ვერც გადახტომასა და კედელზე მიმაგრებული კიბიდან ჩასვლას. კედლის გარეთ ამბავი მოიცდის, რადგან ვაი, რომ შიგნით ჩაბუდებულმა ქალაქის მოსახლეობის ხალხმა გადაწყვიტა სოფლის ხალხის გადმობირება სურსათის უქონლობის, ეშმაკურად მოპოვებისათვის. სოფლის მოსახლეობა კარგავს მათ საკვებს. იწყება არეულობა. ომი კიდევ უფრო უმატებდა ქალაქის ხალხსა და სოფლის ხალხს შორის ჩამოგდებულ გაურკვევლობას. ჰუსართა წინამძღოლი მეშკომ უკან დახევა გადაწყვიტა, რადგნა მიხვდა, რომ ჯერ ადრე იყო მისი არმიის დიდების მიუხედავად უძველესი ისტორიის მატარებელი ქალაქის კედლების დანგრევა, რადგან კედელი ისტორიას ატარებდა, ხოლო ჰუსარებს ისტორია ჯერ არ გააჩნდათ. მხოლოდ ეს იყო ამ დაპირისპირების მომგებიანი მხარე, რომ კედლის ისტორიამ და სიმტკიცემ გადაარჩინა ყველა შიგნით მყოფი დღესაც. მეფემ თავის ჯართან და მოსახლეობასთან ერთად იხარა. დადგა ჟამი გლეხთა უკან დაბრუნებისა, მაგრამ ძალზედ გვიანი იყო უკვე. გლეხები, რომლებიც წესიერებისა და უცოდველობის ხარჯზე ცხოვრობდნენ მთელი ცხოვრება, მაინც ვერ დააოკა ის ადამიანური თვისება, რასაც შეგუებას მოაქვს. მათმა ადამიანურმა ცოდვის რეცეპტორებმა გემოს გაგების შემდგომ ყველაფრის უნარ-ჩვევა დააკარგინა. ქალაქში ცნობილმა საროსკიპომ მათ ოჯახები დაუნგრია, გაავებულმა ვაჭრობამ, რომელიც ვალდებული იყო ადამიანის ხარბიელობა გამოეაშკარავებინა ასეც მოიქცა, ბავშვები, რომლებიც ეზოში ადრე ვაშლის ერთ-ორ გამოღებულ ნაყოფს იპარავდნენ ახლა ქალაქის მაცხოვრის ეზოს უქონლობის გამო სახლში უვარდებოდნენ და ყველაფერ მათთვის მოსაწონს იღებდნენ და სხვა მრავალი ათასი სულიერების მჭამელი ცოდვები შემოატყდათ ზურგზე სოფლის მოსახლეობას, რომელსაც ქალაქის მოსახლეობისგან ბეჯითად სწავლობდნენ. მათ დაავიწყდათ ის მონატრება, ის ცნება, რომელსაც „სახლი“ ატარებს. მათ ღმერთი დაივიწყეს, რომელსაც ეკლესიას უშენებდნენ თავიანთ მიწაზე. ტრადიციები, რომლებიც პასუხის მგებელი იყო ოდიდგანვე ადამიანის ცხოველობა გადაევიწყებინა ეს დააკარგვინა ქალაქს. ამით გულდამძიმებული ფრაიო და აურელიანო სახლის გზას მარტოდმარტო გაუდგნენ. ცხენებით ნელა მოსიარულე ორი ახალგაზრდა, დაუოჯახებელი ყმა ბიჭები დიალოგს გამართავენ გზაში:
-აურელიანო მგონი შევცდით…
-მაგას მაშინ გავიგებთ, როდესაც სახლში დავბრუნდებით და ვნახავთ ჩვენს კარ-მიდამოს.
-სჯობდა დახოცილიყვნენ მათი მიწისთის. ღირსეულად მაინც დაღვრიდნენ სისხლს, სადაც თავიანთი დარგული ხეები მოირწყებოდა.
-შეწყვიტე! არ შეშვენის შენნაირ კაცს მსგავსი საუბარი.
სული უმძიმდა ორივეს იმ საშინელების მოსწრებისათვის, რომელსაც იმედს უწოდებდნენ და ეყრდნობოდნენ. მივიდნენ ორ ბილიკსა და მესამე არ დასრულებულ ბილიკის ადგილას. გაჰყვნენ პირველს, რომელიც სახლის გზას უჩვენებდა. მივიდნენ, მაგრამ იქაურობა ცეცხლისაგან დამდნარი იყო. ხეები გადათხრილი, ხოლო სახლები იმდენად გამქრალი იყო ცეცხლისგან, რომ თუ ნანახი არ გქონდა სად იდგა ვერც შეამჩნევდი, რომ მანდ ადრე სახლი იყო. ამით გაოგნებული ორი ყმა დიდ ტკივილს განიცდიდნენ და არ იცოდნენ რა უფრო ტკენდათ, სოფლის ასეთ დღეში ნახვა თუ წაწყმედილი სოფლის მოსახლეობის ცოდვების კედლებში დატოვებას, რომელიც ჯოჯოხეთიდან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მეფე ადამიანი ჰყავდათ იქ მცხოვრებ ხალხს. აქ დარჩენილმა ორმა ყმამ ერთი სახლი გააშენა და პატარა ბაღი, სადაც მოსავალი მოჰყავდათ. ყველასგან მიტოვებული ორი ვაჟკაცი ისე გარდაიცვალა შთამომავალი ვერ დაბადა. იმ ტკივილმა მოკლა, რაც მათ გულში ბუდობდა. არა მათმა სიბერემ, არამედ იმ სულის ტკივილმა. შვიდი წელი დასჭირდა ერთის გარდაცვალებას, ხოლო მეორისას თორმეტი. მათ ისევ ჩუმად ჩაესმოდათ მთელი წლების მანძილზე ის სიცილი, რაც ადრე მათ სოფელში ხდებოდა და საერთოდ ის ყოველივე, რაც ამ სოფელს სამეფოსთვის ისტორიული ღირებულება გააჩნდა. ეს ისე მოჩვენებასავით გაქრა, როგორც მზის სხივებს შეულძია დაღამებისას გაქრობა ისე თითქოს, არც ყოფილაო, რადგან ღამის შუქი ბუდობს შემდეგ დედამიწის ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე და მზის სხივებს ავიწყებს მას. სოფელში არსებული ჩანჩქერი, თითქოს ცრემლების სახით მოედინება ზემოდან, როგორც იმ ადგილის ტრაგედიით გაჟღენთილი ისტორიის საფუძველზე. ის აღარ იყო ზაფხულში თბილი, რადგან სოფლის ხალხის გადაწყვეტილებამ მისცა ჩანჩქერს ნება, რომ გაციებოდა ისე თითქოს მაისის ნაცვლად იანვრის სუსხი იყოს მასში მკვეთრად ჩაკერილიო. ყველაფერი ბალახებმა მოიცვა, იმ ბალახებმა, რომელიც მწვანედ აბიბინებულები იყვნენ, ამაყად მდგარნი, ხოლო ახლა გაყვითლებულნი, მოხრილად დაბეჩავებულნი იდგნენ, მაგრამ მეტის მეტად გაზრდილნი. ეკლესიაც აუშენებელი დარჩა. ეკლესიის ბილიკიც დაუმთავრებელი რათქმაუნდა, რადგან მოსახლეობას გეგმაში ქონდა ეკლესიის შემდგომ ბილიკი დაემთავრებინათ. მარილსაც ვეღარ იღებდა ქალაქის მოსახლეობა, რადგან მთებში სიარული მათმა არ იცოდნენ, ხოლო სოფლის მოქალაქეობა იმდენად წაწყმედილნი და თავიანთი წარსულიდან იმდენად შორს იდგნენ უკვე, რომ არც ახსოვდათ არც მთის ამბები და, არც მათი წინაპრული ცხოვრება. მართალია, ჰუსარებმა ვერ აიღეს ქალაქი, მაგრამ მათ შეძლეს სოფლების განადგურება, რომლითაც ქვეყანა სარგებელს იღებდა, რომლითაც ქვეყანა ისტორიას წერდა, რომლითაც ტრადიციებს სიძველეებს სძენდა და ამავე დროს მჭიდრო კავშირს ამყარებდა ღმერთთან და წესიერებასთან. მიტოვებული სოფელი, რომელიც სიცოცხლეს ივიწყებს ქვეყანაც კარგავს იმ ეშხს, რომელიც ადრე გააჩნდა. ადამიანებმა დაივიწყეს რა ფუფუნებაა იყო მმართველი შენი ნამუსისა და ადამიანობის მიმართ. ადამიანებს დაავიწყდათ პატრიოტიზმი, რომელიც არა ჩვენი აშენებული კედლის სიყვარულს ნიშნავს, არამედ იმ მთების დაცვას, საიდანაც ღებულობს ოდიდგანვე დასაბამს შენი წინაპრის გამჩენის მშობლობას. ადამიანებმა ბევრი რამ დაივიწყეს… ეს მათ შეძლეს… ქვეყანას, რომელსაც მთაში ხის სახლი არ გააჩნია, მაშინ მარტივია გაგება ყველაფრისა. ფრაიო და ეურელიანო არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობით ცხოვრობენ და არა სოციუმის გზა აცდენილი აზრებით. მათ იციან რომ ქვეყანა, სადაც სოფლის ანთებული უკერო ადგილია მას, არც ბრძოლის ველზე გასვლის მოწოდება აქვს და, არც ქვეყნიერების სადღეგრძელოს შესმისა. ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ბრძოლის გამარჯვება ვის ეკუთვნის, ხოლო შენთვის?
