თეა შავლაყაძე

-მე ვარ თეა შავლაყაძე, კუხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ბავშვობიდან მიყვარს მუსიკა და სპორტი ჩემი დიდი მიზანია რომ გავხდე სპორტის მასწავლებელი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
ჩემი მთის სული
დილა იყო. ნელა ამოდიოდა მზე, ლამაზი, მაღალი, თბილი, ოქროსფერი და ცოცხალი მთის უკან, მდელო ნამიანი იყო და ჰაერი საოცრად სუფთა, უცებ ცა შავი გახდა, შავი ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და ჭექა-ქუხილი დაიწყო, ხალხი ძალიან შეშინებული იყო. ისეთი თავსხმა წვიმა დაიწყო, ისეთი, რომ ძაღლსაც კი არ გააგდებდნენ, ხალხზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დენი გაითიშა, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს და მშობლები აწყნარებდნე ბავშვებს, თანდათან კოხიც ერეოდა წვიმას. ერთი სიტყვით საშინელი ამინდი იყო.
იმ დღეს, ერთმა კაცმა გაიფიქრა თუ რატომ იყო ასეთი საშინელი ამინდი და უცებ ხმა მოესმა. მთა ძალიან გაბრაზებულია, რადგან ადამიანები მის სილამაზეს ვერ ამჩნევდნენ და მის ბუნებას ანაგვიანებდნენ, არ უფრთხილდებოდნენ. ეს, რომ კაცმა მოისმინა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ეთქვა, მაგრამ საზოგადოებამ ის გიჟად მიიჩნია და არ დაუჯერეს. რამდენიმე დღეში, სტიქიური მოვლენა დაიწყო. მიწის დიდი ნაწილი ჩამონგრა და ყველა იმ სახლს დაეცა, რომლის პატრონებმაც ამ კაცს არ დაუჯერეს. მოსახლეობა აღარ იყო მთაში, ისინი ბარში გადავიდნენ საცხოვრებლად. ის კაციც გადავიდა საცხოვრებლად ბარში,სადაც ერთი ლამაზი შავგრემანი ქალი ნახა. რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანაეთს და შემდეგ ორივეს გადაწყვეტილებით დაქორწინდნენ.
ერთ წელში შეეძინათ ბავშვი,ულამაზესი გოგონა, რომელიც ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი იყო. მას ძალიან უყვარდა მთა.როდესაც გოგონა ჩვიდმეტი წლის გახდა, მამამ გადაწყვიტა, რომ მთაში დაბრუნებულიყვნენ. კაცს, მიწაზე ფეხის დადგმის თანავე, თვალწინ ჩაუარა კარგმა და ცუდმა მოგონებამ. მისი სახლი ხელშეუხებელი იყო, დანარჩენები კი მიწასთან გასწორებული. როდესაც ეს ხალხმა გაიგო, რომ იქ ადამიანი წავიდა საცხოვრებლად, ეს მათთვის მისაბაძი მაგალითი იყო და სხვებიც წავიდნენ. მათ ააშენეს ლამაზი და დიდი სახლები ბევრი ადამიანი ჩავიდა იქ და სოფელი გაივსო. ამ დროს მთა ძალიან გახარებული იყო, რომ მის სოფელში ბევრი ხალხი ცხოვრობდა და იქ დადიოდნენ დასასვენებლად. სოფელში ბევრი ახალგაზრდა და ბავშვები ცხოვრობდნენ და კარგ ამინდში მთასთან იკრიბრბოდნენ და კარგად ატარებდნენ დროს. ერთ დღე სოფელში ჩამოვიდა მდიდარი ბიჭი და მისი ოჯახი საცხოვრებლად. ეს ბიჭი ცოტა თავშიავარდნილი იყო, რადგან მას ყველაფერი ჰქონდა ჩვიდმეტი წლის ასაკში. ერთ დღეს ეს ბიჭი და გოგო შეხვდნენ ერთმანეთ და ცოტა იკამათეს ერთმანეთში როგორც კატა და თაგვი ჩხუბობენ ასე ჩხუბობდნენ ისინიც. მათ მოსწონდათ ერთმანეთის გაწვალება. გავიდა წლები ასე წვალებ-წვალებაში და ერთ დღეს გაჩნდა გრძნობა რომელსაც სიყვარილი ჰქვია. გათენდა შაბათი დილა ბავშვები ავინდენ მთასთან სათამაშოდ რადგან იქ იყო გასართობი და დასასვენებელი ადგილი, ეს ბიჭი და გოგოც ავიდნენ მათ არაფერი შეუმჩნევიათ ერთმანეთისთვის კარგად გაერთეს და სახლში დარუნების დრო იყო ისინი წამოვიდნენ სახლისკენ და როდესაც გოგონა სახლში მივიდა მის მშობლებს ყველაფერი მოუყვა რაც ხდებოდა მის თავს.
გოგონას დამოკიდებულება თავის მშობლებთან ძალიან კარგი ჰქონა ის უყვებოდა ყველაფერს მითუმეტეს მამას. მამა მისთვის მეგობარი იყო როგორც დანარჩენი მეგობრები.მთას ეს ძალიან უხაროდა რადგან მის სოფელში სიყვარულის და ბედნიერების ნაპერწკალი იყო.უცებ ამ მთის გვერძე გაჩნდა პატარა მთა.როდესაც ბავშვები ავიდნენ მთასთან და ნახეს ეს პატარა მთა ძალიან გაუკვირდათ და გახარებულები სახლისაკენ გაიქცნე და მშობლებს უთხრეს, მშობლებსაც გაუხარდათ რადგამ მის მთა ეხლა უკვე მარტო არ იქნებოდა და ამ კაცმა რომ გაიგო ამ ამბის შესახებ უცებ მოესმა ხმა მთის, ის მადლობას უხდიდა რომ მის სოფელში ამდენი ადამიანი ამოიყვანა და დაასახლა, სიყვარული და სიხარულიც აჩუქა და ეს კაციც ამავდროულად ბედნიერი იყო.
ერთ დღეს მოსახლეობამ გადაწყვიტეს რომ იქ აეშენებინათ პატარა ეკლესია და მათ მართლაც ააშენეს ეკლესია და ისინი ყოველთვის დადიოდნე ეკლესიაში და ღმერთს მადლიბას უხდიდნე, ლოცულობდნენ და ა.შ. ამის მერე ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ.
