პროექტი – ჩემი მთის სული

 

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე :

აკაკი გუზიტაშვილი

პედაგოგი იზოლდა კორინთელი

მოხალისე

სამყარო იცვლება. 21-ე საუკუნეს ტექნოლოგიების  განვითარებამ, მეცნიერთა ახალმა აღმოჩენებმა, კლიმატის ცვლილებებმა,  სხვა გზით ცხოვრება მოსთხოვა. ახლა მე თოთხმეტი წლის ვარ. გავა წლები, გავიზდები და 2040 წელს უკვე 29-30 წლის ახალგაზრდა ვიქნები, სიცოცხლით სავსე,  დინჯი, დაფიქრებული და ადამიანებზე მზრუნველი. რა იქნება ჩემი მოვალეობა, როგორი  ვიცხოვრებთ მე და ჩემი მეგობრები? რა გამოწვევებს შემოგვთავაზებს ქვეყანა? რაში გამოჩნდება ჩვენი ერთგულება და სამსახური ხალხისა და ქვეყნის წინაშე? შევძლებთ ახალი სიტყვის თქმას?  მზად ვარ მოხალისედ ვიმუშაო.

მე გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობ და ვსწავლობ აძვის საჯარო სკოლაში.ორივე სოფელი მთის ზონაში მდებარეობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე აშკარად შეიმჩნევა კლიმატის ცვლილება . სოფელის მოსახლეობა ძირითადად მეხილეობასა და მებოსტნეობას მისდევს, მაგრამ რაც დრო გადის, მოსავალი მცირდება. გაზაფხულით ყინვა ანადგურებს აყვავებული ხილის ბაღებს, ხოლო ზაფხულში მაღალი სიცხე სწვამს ბოსტნეულს. წელსაც  ასე მოხდა. ჩვენი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა უიმედოდ დარჩა. ყინვამ და მაღალმა სიცხემ ადამიანები შემოსავლის გარეშე დატოვა.

როგორ შევხვდები 2040 წელს? მე უკვე დიდი ვიქნები და შემიძლება ჩავერთო სხვადასხვა სამუშაოებში. კარგად მეცოდინება სპეციალურად გამოგონილი მანქანების მართვა. ვიცი,რომ არსებობს მანქანები,რომლებიც აყვავებულ ხეებს ასხამს წყალს.  ეს წყალი  ნოლ გრადუსზე იყინება და ლხვება,აგრეთვე არის ტექნიკის სხვა სახეობა, რომელიც სითბოს აფრქვევს და ყინვას ებრძვის. ვფიქრობ, გამოიგონებენ სპეციალურ სარწყავ მანქანებს, რომელიც მაღლიდან გაცოცხლებს ნარგავებს, რადგან ჩემი ბებიისაგან გამიგონია,რომ ნაყოფმა აუცილებლად ყუნწში უნდა ჩაიყენოს წყალი, ფესვების მორწყვა საქმეს ვერ უშველისო.კარგად ვისწავლი სეტყვის დამცავი ბადეების გადაჭიმვას და ათასობით ჰექტარზე დავიცვავ მშრომელი კაცის მოსავალს. ვიცი, რომ ყველაფერი დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული,მაგრამ  15-20 წლის შემდეგ ადამიანთა ცხოვრება გაუმჯობესდება.შევიძენ ამ მანქანებს და უსასყიდლოდ დავეხმარები გაჭირვებულებს, შ.შ.პირებს, მარტოხელა დედებს, მოხუცებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს. ახლა თქვენ მეტყვით, უფულოდ როგორ იმუშავებო? მე გეტყვით : ქართველი კაცი მეზობელს ფულს არ გამოართმევს! მე და ჩემი მეგობრებისათვის ფიზიკური მუშაობა უცხო არ არის. მოგყვავს ხილი , ბოსტნეული, ვიცით მანქანებისა და ტრაქტორების მართვა, ვუვლით საქონელსა და ფრინველს. ასე, რომ ეს საქმე არ გაგვიჭირდება.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბევრ საფრთხეს უქმნის. კლიმატის ცვლილება კი ამ სააფრთხეებს ამძაფრებს. გავიხსენოთ თბილისში მომხდარი წყალდიდობა, შოვის ტრაგედია, ამჟამად ხარაგაულის რაიონში მიმდინარე პროცესები და დავრწმუნდებით,რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.  სურვილი მაქვს,  მომავალში შევქმნა სამაშველო  ჯგუფი. მათ ,,რაინდებს“ დავარქმევ, გვექნება სამუშაო კოდექსი, რომელსაც ყველა დავიცავთ. ჩვენი მიზანი იქნება წყალდიდობის, მიწისძვრის , ხანძრის,მეწყერის დროს მოსახლეობის დახმარება. მე პირადად ტელეფონის ან სოციალური ქსელების საშუალებით სწრაფად გამოვიძახებ წევრებს, გავანაწილებ უბნებისა და სოფლების მიხედვით. მოხდება სასწრაფოდ დასახმარებელი ადამიანების აღრიცხვა: ინვალიდების, მოხუცების, ჩვილი ბავშვების ოჯახებისა და მათზე მივაწვდით ცნობებს სპეციალურ სამსახურებს. ჩვენი ძალებით მივიტანთ წამლებს,ჰიგიენური მოხმარების ნივთებსა და სურსათს. 2040 წლისთვის შევიძენ ყველგანმავალ მანქანას და მოსახლეობასთან მისვლა ან მათი გამოყვანა აღარ გაგვიჭირდება.

ვფიქრობ, 2040 წელი გმოწვევებით იქნება დატვირთული.  ახალი მიზნები ,ახალი ამოცანები,  წამახული ბილიკები გველოდება. მე არაფრისა არ მეშინია! ჩემი მეგობრებიც, აძვის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ვაჟები ( ჩვენ ათნი ვართ) მზად არიან. დაგველოდეთ! ჩვენ მოვდივართ !

ბარბარე გაგუა

 

მთის სურნელი

დილა  ნელა  იფინებოდა მთის ძირზე გაშლილ სოფელში. მზე მხოლოდ თავს უყრიდა მწვანე  ფერდობებს, როცა ნისლი ჯერ კიდევ ეხვეოდა წიწოვან ტყეს.

სოფლის კიდეზე, პატარა ხისწ სახლიდან ნინო გამოვიდა.ხელში კალათა ეჭირა – აპირებდა მთაზენ ასვლას, მარწყვების მოსაკრეფათ.

ჰაერი სუფთა იყო, ნამით გაჟღღენთილი ბალახის სურნელი ერწყმობოდა ფიჟვების არომატს. ნინოს გული ევსებოდა ამ სურნელით – მთის ჰაერი მისთვის ბავშობის მოგონება იყო. ახსენებდა ბებია,რომელიც დილაობით თაფლს  ამზადებდა და ხის ჩაის კოვზით ურევდა ქვაბში, მამა კი დილის სიმღერით შორს, ფერდობზე ეუბნეოდა:- მთა გულიდან ადგილია, ნინო, ვინც მთას შეიყვარებს, იმან ადამიანიც შეიყვარა.

ნინო ნელა აჰყვა ბილიკს.  ყოველი ნაბიჯით  თითქოს ახლოს მიდიოდა საკუთრ  თავთან.  ჩტების ჭიკჭიკი, ბალახზე ნამი, მზის თბილი სხივები – ყველაფერი ერთად ქმნიდა სიწყნარეს, რომელსაც  ვერასდროს  პოულობდა.

მთის წვერზე რომ ავიდა, სუნთქვა შეიკავა. წინ გაუშლოდა უსასრულონსივრცე – მწვანე, ცისფერი,

და ოქროსფერი  ფერების  შერევა. მთის  სურნელი თითქოს ცას  უერთდებოდა. ამ სურნელში იყო ბავშობის სიცილი,ბებიას ტკბილოი სიტყვა და მამის რჩევა.

ნინო ჩამოჯდა ბალახზე და თვალები დახუჭა. იგრძნო, როგორ  ჩაეღვერებოდა მთის სული გულში – სისუფთავე, სიმშვიდე, და რაღაცა უცნაური ძალა, რომელიც  აძლიერებდა.

თითქოს მთამ ჩუმად ჩასჩურჩულა:

-ნუ დაგავიწყდება, საიდან მოდიხარ.

საღამოს , როცა სოფელში დაბრუნდა, კალათა სავსე ჰქონდა მარწყვით, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც მთიდან ჩამოიტანა, არ ჩანდა – მთის სურნელი,   სუფთა, თბილი და უჩუმარი, რომელიც მუდამ დარჩა მასთან.

გვანცა ძიძიგური

“კერაზე ნაპერწკალი”

 

მთის ქარი ისევ ისე უბერავდა, როგორც ასწლეულების წინ. თითქოს არაფერი შეცვლილა — ზამთარი ისევ თეთრი იყო, გაზაფხული ისევ ფერადი, ზაფხული კი ისეთი მწვანე, რომ თვალს აგატკიებდა. მაგრამ როცა სოფლის შუაგულში მდგარი კერისკენ თვალს მიაპყრობდი, ჩაგაფიქრებდა — იქ, სადაც ოდესღაც კვამლი ცას ესალმებოდა, ახლა სიჩუმე და ბალახი სახლობდა.გორას თავზე იდგა მოხუცი გიორგი. მთელი სოფელი მას “ბაბუა გიორგის” ეძახდა. ის იყო უკანასკნელი, ვინც ჯერ კიდევ არ გაეთიშა ამ მიწას, ვისაც ჯერ კიდევ უჭერდა გული ნაპერწკალს, რომელიც ოდესღაც მთელ სოფელს ათბობდა. სახლის წინ ედგა გაშავებული ქვის კერა, რომელიც მის წინაპრებს აეშენებინათ. ამბობდნენ, როცა ეს კერა პირველად დანთებულა, მთაზე მგლები არავის ეჭრებოდნენ — თითქოს ცეცხლი იცავდა სახლსა და სულსაც.ახლა კი მხოლოდ ქარი ცეკვავდა იქ, სადაც ადრე ბავშვები თამაშობდნენ. ბაბუა გიორგი ყოველი დილისას ანთებდა ცეცხლს, არ უყურებდა, ჰქონდა თუ არა საქმე — ამბობდა, „კერა თუ ჩაქრა, სოფელიც კვდება“. ეს სიტყვები თითქოს მთის კანონად ქცეულიყო, მაგრამ უკვე აღარავინ ისმენდა.

ერთ ზამთრის დღეს ბაბუა გიორგის ქალაქიდან სტუმარი ეწვია — მისი შვილიშვილი, ნიკო.ნიკო ახალგაზრდა იყო, ქალაქში იზრდებოდა და სოფლად ყოფნა თითქმის ზღაპრად მიაჩნდა. როცა სახლთან მივიდა, იქაურობის სიჩუმემ და კერის ნაპერწკალმა რაღაც უცნაური გრძნობა გაუჩინა — თითქოს დრო შეჩერებულიყო.

– ბაბუ, რატომ არ ჩამოხვალ ქალაქში? – ჰკითხა ნიკომ, როცა ცეცხლთან ჩამოსხდნენ. – აქ ხომ მარტო ხარ, გზაც ძნელია, და რაღა დარჩა ამ სოფელში?

ბაბუამ ნელა მოისვა ხელები ცეცხლზე, თითქოს სითბოს კი არა, ხსოვნას ეფერებოდა.

– შვილო, მარტო ყოფნა მაშინ იწყება, როცა კერა ჩაქრება. მე კი მარტო არ ვარ – აი, ნახე, ცეცხლი ჩემთანაა.

– მაგრამ ეს ცეცხლი რაში გჭირდება, ბაბუ?

– კაცო, ნიკო, ცეცხლი მარტო სითბო არ არის. ეს ჩვენი ხსოვნაა, ჩვენი ხმაა. როცა კერა ქრება, იქაურობა დავიწყებას ეძლევა. მთა აღარ გიცნობს, წყალი აღარ გესალმება, და სული ნელ-ნელა უცხო ხდება საკუთარ მიწაზე.

ნიკო გაჩუმდა. ცეცხლის ალი ისე ცეკვავდა, თითქოს ისმოდა ადამიანების ხმა, რომლებიც აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ. ბაბუამ ნაპერწკალს შეხედა და ჩუმად დაამატა:

– როცა მე წავალ, შვილო, არ დაუშვა, რომ აქ კვამლი აღარ ამოვიდეს. თუნდაც ერთხელ წელიწადში, ამოდი და ცეცხლი აანთე. თორემ მტერი, რომელიც ჩვენ შიგნით ცხოვრობს — დავიწყება, სიცივე და გულგრილობა — ადვილად მოგერევა.

გავიდა დრო. ბაბუა გიორგი აღარ იყო ამ ქვეყანაზე. მთაზე ისევ ქარი უბერავდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ნაღვლიანად. ნიკო ქალაქში დაბრუნდა, მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს რაღაც გაუქრა — თითქოს ცეცხლი ჩაუქრა შიგნითაც.ერთ დღეს ზამთარში, როცა თოვლი ისევ ჩამოწვა მთებზე, ნიკომ ჩაიცვა ძველი ქურთუკი და მთისკენ აიღო გეზი. გზად ფიქრობდა, როგორ შეეძლო ერთი პატარა კერისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა. მაგრამ როცა ბაბუას სახლს მიუახლოვდა და იქაურობის სიჩუმე იგრძნო, მიხვდა — ბაბუა მართალი ყოფილა.სახლში შევიდა, ნაპერწკალი კი უკვე გამქრალი იყო. ხელები გაუცივდა, მაგრამ მაინც მოაგროვა რამდენიმე მშრალი შეშა, გამოიღო ბაბუას ძველი ასანთი და აანთო ცეცხლი. ალი ავარდა და ოთახი ნელ-ნელა გაანათა. იმ წამს ნიკომ თითქოს იგრძნო, როგორ შეირხა ქარი, როგორ ამოიოხრა მთებმა და როგორ დაუბრუნდა სიცოცხლე იმ ადგილს, რომელიც დაძინებული ეგონა.ცეცხლი ნელა ილტვოდა, მაგრამ ნაპერწკლები ცაში ადიოდნენ და ბნელ სივრცეში იკარგებოდნენ, თითქოს გზას უჩვენებდნენ იმათ, ვინც ჯერ კიდევ უნდა დაბრუნებულიყო.ნიკომ კერასთან ჩამოჯდა და ჩაილაპარაკა:

– ბაბუ, შენს ნაპერწკალს არ დავკარგავ. სანამ აქ ცეცხლი იწვება, სოფელიც იცოცხლებს.

და მართლაც, გაზაფხულზე სოფელში გზა გაიხსნა. სხვა მთიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, დაიწყეს სახლების აღდგენა. ყველამ თქვა, რომ აქ ცეცხლი ჯერ კიდევ იყო დანთებული — ცეცხლი, რომელიც სოფელს უბრუნებდა სუნთქვას.ამასობაში მთამაც ამოისუნთქა.ცეცხლი კი ისევ ალიანად ცეკვავდა, როგორც ბაბუა გიორგის დროს. და თითქოს მთელ საქართველოში გაისმა მისი ხმა:

„თუ მთის სოფლებში კერები ჩაქრება — მტერი ადვილად მოგერევა. მაგრამ იქ, სადაც ნაპერწკალი ცოცხლობს, ხალხი არასოდეს დაიკარგება.“

გიორგი ქენქაძე
ქართველი მთიელი

ჩემი მთის სული

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე.
როცა ფანჯარასთან ვჯდები შორს თოვლიანი მთებისკენ ვიყურები, ყოველთვის გგონია რომ იქ ნისლის იქეთ, რაღაც ჩემია..მე იქ არასდროს ვყოფილვარ მაგრამ მგონია რომ ის ჩემში ცხოვრობს, იქ სადაც ახლა მავთულხლართებია ჩემი ფესვებია ჩარჩენილი. იქ დაიბადა პაპაჩემი და იქ ჩვენი გვარის ისტორია იზრდებოდა.მე კი მხოლოდ ვისმენ მათ მოგონებებს და ვოცნებობ იმ დღეზე როცა თავადაც შევეხები იმ მიწას, რომელიც ასე მენატრება, მიუხედავად იმისა რომ არც კი მინახავს.
ახლა კი ვიცი,რომ იქ ვერავინ მიდის.მამა ჩუმდება, როცა იმ მხარეზე ვეკითხები. თვალებში ისეთი სევდა უდგას..თითქოს იქ დარჩენილი მთის სული მასში
ჩაასახლეს.

ხანდახან ვეკითხები: – ოდესმე დავბრუნდებით, მამა? –
ის იღიმის,მაგრამ ეს ღიმილი თითქოს ქარში იკარგება: – დავბრუნდებით შვილო..ერთხელ მაინც, რომ სული არ დაგვეკარგოს.
საღამოობით როცა სოფლის ბოლოს მივდივარ და შორიდან ის მთა მოჩანს გული
მიჩქარდება.მგონია ქარი იქედან მიდის- ჩვენი მიწიდან,მას მოაქვს ბალახის,მიწისა
და თავისუფლების სუნი.

მაშინ თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ,როგორ იღვიძებს ჩემში რაღაც ძლიერი-ალბათ
ეს არის ჩემი მთის სული.
მგონია რომ ეს სული მამაჩემშიც ცხოვრობს.
როცა დილაობით სამუშაოზე მიდის,თვალებში მასაც ის ძალა და სევდა უჩანს,რაც
მთას აქვს-ძლიერი,ამაყი,მაგრამ ტკივილით სავსე.

მე მინდა,ოდესღაც იქ დავბრუნდეთ, მინდა იმ მიწას ფეხით დავადგე, პაპაჩემის
ეზოში ჩავიდა, იმ ხესთან მივიდე რომელზეც პაპაჩემი მიყვებოდა და ჩუმად
ვუთხრა: -დავბრუნდი პაპიიი..მე აქ ვარ,შენი შვილიშვილი აქ არის.
მჯერა დადგება დღე,როდესაც მავთულხლართები გაქრება, მზე ისევ გაანათებს
ჩვენს ეზოს,მამა თავის ბავშვობის სახლს მოსვლის და მთის სული, რომელიც ახლა
ჩვენს გულებში დამალული თავისუფლად შეისუნთქავს ჰაერს.
მანამდე კი მე ვატარებ ჩემი მთის სულს გულში როგორც ძვირფასს
საიდუმლოს.როგორც დაპირებას, რომელსაც არასოდეს დავარღვევ.
როცა შორიდან მზის ჩასვლას ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ: -იქ იმ მხარეს,ჩემი მთა დგას და იცის რომ მოვა დრო და აუცილებლად
დავბრუნდები.

Leave a Reply