პირიქეთა ხევსურეთში ბუმბერაზი მთების უკან, დიდი წითელი ბურთი ამოგორდა.მისმა სხივებმა სითბო და სინათლე მოჰფინა თოვლით დაფარულ არემ-მარეს, თანდათან გაიშალა, დაბლა, დაბლა დაიწია და პატარა, წერაქვით გამოთხრილ, უკარფანჯრო მიწურს მიადგა , რომელიც დათვის ბუნაგს უფრო ჰგავდა ვიდრე ადამინის საცხოვრისს. ბნელი მიწურის კერიაში ნაცარში შეხვეული ნაკვერჩხალი ბჟუტავდა. ხის საწოლზე სიცივისაგან მოკუნტული,ღვთის ანაბარად მიტოვებული მოხუცი იწვა. მესაზღვრის დაბამბულ შარვალზე და ცხვრის ტყავის ტყაპუჭზე საბნად დათვის ტყავი წაეფარებინა.მიწურში შეპარული სინათლის სხივით მიხვდა, რომ კიდევ ერთი გრძელი, ცივი ზამთრის ღამე გათენდა. ოხვრით წამოდგა, როგორ უნდოდა ვინმეს მისთვის ეთქვა; „დილა მშვიდობისა“, მაგრამ ადამიანის ნაცვლად ცივი სუსხი მიესალმა, რომელიც ნიავთან ერთად შეიჭრა მიწურში, ააფუილა, ააკვამლა იქაურობა და ნაცარი ზედ მიყარა მოხუცის საწოლს.
გარეთ წელამდე თოვლი იდო, ყინავდა. მიხვდა, ყიამეთ ზამთარში კიდევ ბევრი დღე და ღამე მიწურში, სიბნელსა და ყინვაში დათვივით მარტო უნდა გაეტარებინა. ზაფხულის თბილი დღეები გაახსენდა,ზოგჯერ ხმის გამცემი მაინც ჰყვადა გაღმა ფერდობზე მცხოვრები რამდენიმე მეზობელს,გამოეხმაურებოდა და ისინიც ეხმაურებოდნენ, ზოგჯერ გზააბნეული ტურისტიც შეუვლიდა, მაგრამ ამღლების შემდეგ, როგორც კი აცივდა ყველა ბარად წავიდა და დარჩა მარტო, დათვივით. ნატრობდა, ისეთი რადიო მაინც მქონდეს ამ უკუნეთში დღე და ღამე წესივრად მუშაობდეს , გავიგო ქვეყანაზე რა ხდების, ომია? ავადმყოფობაია?…სულ მარტო ვარ, ცოდო ვარ, მაგრამ მაინც არ მეშინის! რაიზა უნდა მეშინოდეს?,მე რო მარტუა ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით, მშინებიყავ აქამდე აქ არ ვიქნებოდი,წავიდოდი ქალაქს,მაგრამ აქ დავრჩები, ჩემი საფლავიც ეს არის და სამარხიც.
გარეთ გამოვიდა… ძველი ხის სათლი თოვლით აავსო. უნდა გაედნო და დასალევი და დასაბანი წყალი მოექუჩებინა. ახსოვდა , ქალაქში ყველაფერი კარგი იყო, თბილი წყალი, აბაზანა,ხილი, ყურძენი,მანდარინი, რაც გინდა იმას სჭამ და სვომ, მაგრამ აქ, მთაში ასეთი ცხოვრებაა…“ ჩიტი საც დაიბადების მისი ბაღდადიც იქ არის.“… ვერტმფრენის ხმა შემოესმა, რომელმაც მიწურს რამდენჯერმე შემოუფრინა, მიხვდა მესაზღვრეები იყვნენ. გაუხარდა , ვიღაცას ახსოვდა რომ აქ ადამიანი იყო. ვერტმფრენიდან მიწურის სიახლოვეს პატარა ფუთა გადმოაგდეს. სირბილით მივიდა…აიღო. საგულდაგულოდ შეფუთულ პატარა ყუთში მობილური ტელეფონი იდო …თვალები სიხარულის ცრემლით აევსო…ცუდი ზამთარი იყო, ქარი, ბუქვი,სულ მარტო იყო, რამდენი თვეა ადამიანი არ უნახავს, სულიერის ხმა არ გაუგია. უცებ ტელფონზე ზარის ხმა გაისმა, გაუცნობიერებლად დააჭირა ღილაკებს თითი და ჰოი საოცრებავ: ,,როგორ ხარ პაპა, ჩვენ მესაზღვრეები, აქვე ახლოს ვართ, საზღვარს ვიცავთ, ნუ გეშინია.’’
ადამიანის ხმა გაიგონა და სულში სითბო ჩაეღვარა, ახლა უკვე აღარ თვლიდა თავს ღვთისგან და კაცისგან მიტოვებულად და მთელი ხმით ჩასძახა ტელეფონს:
-მეც აქა ვარ, სულ მარტოი, მაგრამ არ მეშინის, ზოგჯერ შემეხმინეთ, თორო მარტო ყვავ-ყორნები თუ გამაივლიან… ღამით ცეცხლს ვანთებ, იქნებ ვინმემ, მტერ-მოყვარემ დაინახოს და აქურობა უპატრონოი არ ეგონოს…
-გაიხარე პაპავ, გაიხარე…ჩვენ ერთად უნდა ვუდარაჯოთ ამ ჭიუხებს…
ვერტმფრენი ზევით, ზევით, მთის კალთებისკენ მიიწევვდა.მესაზღვრეები თავიანთი კლდიან ბუდისკენ ბრუნდებოდნენ. მოხუცი ხევსური შუბლზე ხელმოჩრდილული გაჰყურებდა ვერტმფრენს სანამ თვალს არ მიეფარა.
კარგა ხანს ეკავა ხელში მოლაპარაკე ნივთი და ფიქრობდა: საოცარია, კაც არ ჩანს და ხმაი გესმის, ჰმ, ჰმ, მაინც იმედია…
ორი დღე მოლაპარაკე ყუთი დუმდა, ხელში ჰქონდა, იმედით უყურებდა, ელოდა როდის გამოსცემდა სანუკვარ ხმას. მესამე დღეს ისევ ახმინდა შავი ყუთი.
-როგორ ხარ პაპა, ხომ არაფერი გიჭირს?“
-გაიხარე შვილო, ძალინ გამახარე შენი ხმითა, არა მიშავ რა, დღე და ღამ დათვივით მძინავს ჩემს ბუნაგში, სხვას ვერას ვიქმ ამ ყიამეთში, გაზაფხული ჯერ შორსაა, შენ ვერ გხედავ ამ ჩემი ბუნაგიდან, საით ხარ, ვისი გორისა ხარ?“
-მესაზღვრეები ვართ პაპა, შენი მიწურიდან სინათლელს ვხედავდით, შენიანად გვიგულე, ცოტაც გაუძელი და ამ გაზაფხულს პატარა ქოხს დაგიდგამთ, ბანზე გამოხვალ და დაგვინახავ…
-გაიხარე შვილო…
ჩაილაპარაკა და თვალწინ წარმოუდგა ხის პატარა სახლი, სადაც ღუმელი ენთო, კვამლი და ნაცარი თვალს არ სწვავდა, ღამით ლამპის შუქი ენთო, დღისით მზე ათბობდა და ანათებდა, დამფრთხალი ნადირი შორიდან უვლიდა, გზააბნეულ მგზავრსაც საიმედო თავშესაფარი ჰქონდა და გული აუჩუყდა , თვალზე ცრემლი მოადგა.
დრო ზლაზნვით გადიოდა… გაზაფხულზე უკარფანჯრო მიწურის ახლოს პატარა ლამაზი ხის ქოხი გაჩნდა. ბერიკაცს ყოველ დილით მეზობლების ნაცვლად ქოხის ფიცარზე დასახლებული კოდალას კაკაუნი აღვიძებდა, ღამით ხევიდან მშიერი მგლის ყმუილი ესმოდა… კერაზე ცეცხლი ენთო…დილით ვებერთელა მზე თავზე წამოადგებოდა, იცოდა მარტო არ იყო და ადვილად ვერაფერი მოერეოდა.
