სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე
აკაკი გუზიტაშვილი
პედაგოგი იზოლდა კორინთელი
მოხალისე
სამყარო იცვლება. 21-ე საუკუნეს ტექნოლოგიების განვითარებამ, მეცნიერთა ახალმა აღმოჩენებმა, კლიმატის ცვლილებებმა, სხვა გზით ცხოვრება მოსთხოვა. ახლა მე თოთხმეტი წლის ვარ. გავა წლები, გავიზდები და 2040 წელს უკვე 29-30 წლის ახალგაზრდა ვიქნები, სიცოცხლით სავსე, დინჯი, დაფიქრებული და ადამიანებზე მზრუნველი. რა იქნება ჩემი მოვალეობა, როგორი ვიცხოვრებთ მე და ჩემი მეგობრები? რა გამოწვევებს შემოგვთავაზებს ქვეყანა? რაში გამოჩნდება ჩვენი ერთგულება და სამსახური ხალხისა და ქვეყნის წინაშე? შევძლებთ ახალი სიტყვის თქმას? მზად ვარ მოხალისედ ვიმუშაო.
მე გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობ და ვსწავლობ აძვის საჯარო სკოლაში.ორივე სოფელი მთის ზონაში მდებარეობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე აშკარად შეიმჩნევა კლიმატის ცვლილება . სოფელის მოსახლეობა ძირითადად მეხილეობასა და მებოსტნეობას მისდევს, მაგრამ რაც დრო გადის, მოსავალი მცირდება. გაზაფხულით ყინვა ანადგურებს აყვავებული ხილის ბაღებს, ხოლო ზაფხულში მაღალი სიცხე სწვამს ბოსტნეულს. წელსაც ასე მოხდა. ჩვენი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა უიმედოდ დარჩა. ყინვამ და მაღალმა სიცხემ ადამიანები შემოსავლის გარეშე დატოვა.
როგორ შევხვდები 2040 წელს? მე უკვე დიდი ვიქნები და შემიძლება ჩავერთო სხვადასხვა სამუშაოებში. კარგად მეცოდინება სპეციალურად გამოგონილი მანქანების მართვა. ვიცი,რომ არსებობს მანქანები,რომლებიც აყვავებულ ხეებს ასხამს წყალს. ეს წყალი ნოლ გრადუსზე იყინება და ლხვება,აგრეთვე არის ტექნიკის სხვა სახეობა, რომელიც სითბოს აფრქვევს და ყინვას ებრძვის. ვფიქრობ, გამოიგონებენ სპეციალურ სარწყავ მანქანებს, რომელიც მაღლიდან გაცოცხლებს ნარგავებს, რადგან ჩემი ბებიისაგან გამიგონია,რომ ნაყოფმა აუცილებლად ყუნწში უნდა ჩაიყენოს წყალი, ფესვების მორწყვა საქმეს ვერ უშველისო.კარგად ვისწავლი სეტყვის დამცავი ბადეების გადაჭიმვას და ათასობით ჰექტარზე დავიცვავ მშრომელი კაცის მოსავალს. ვიცი, რომ ყველაფერი დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული,მაგრამ 15-20 წლის შემდეგ ადამიანთა ცხოვრება გაუმჯობესდება.შევიძენ ამ მანქანებს და უსასყიდლოდ დავეხმარები გაჭირვებულებს, შ.შ.პირებს, მარტოხელა დედებს, მოხუცებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს. ახლა თქვენ მეტყვით, უფულოდ როგორ იმუშავებო? მე გეტყვით : ქართველი კაცი მეზობელს ფულს არ გამოართმევს! მე და ჩემი მეგობრებისათვის ფიზიკური მუშაობა უცხო არ არის. მოგყვავს ხილი , ბოსტნეული, ვიცით მანქანებისა და ტრაქტორების მართვა, ვუვლით საქონელსა და ფრინველს. ასე, რომ ეს საქმე არ გაგვიჭირდება.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბევრ საფრთხეს უქმნის. კლიმატის ცვლილება კი ამ სააფრთხეებს ამძაფრებს. გავიხსენოთ თბილისში მომხდარი წყალდიდობა, შოვის ტრაგედია, ამჟამად ხარაგაულის რაიონში მიმდინარე პროცესები და დავრწმუნდებით,რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. სურვილი მაქვს, მომავალში შევქმნა სამაშველო ჯგუფი. მათ ,,რაინდებს“ დავარქმევ, გვექნება სამუშაო კოდექსი, რომელსაც ყველა დავიცავთ. ჩვენი მიზანი იქნება წყალდიდობის, მიწისძვრის , ხანძრის,მეწყერის დროს მოსახლეობის დახმარება. მე პირადად ტელეფონის ან სოციალური ქსელების საშუალებით სწრაფად გამოვიძახებ წევრებს, გავანაწილებ უბნებისა და სოფლების მიხედვით. მოხდება სასწრაფოდ დასახმარებელი ადამიანების აღრიცხვა: ინვალიდების, მოხუცების, ჩვილი ბავშვების ოჯახებისა და მათზე მივაწვდით ცნობებს სპეციალურ სამსახურებს. ჩვენი ძალებით მივიტანთ წამლებს,ჰიგიენური მოხმარების ნივთებსა და სურსათს. 2040 წლისთვის შევიძენ ყველგანმავალ მანქანას და მოსახლეობასთან მისვლა ან მათი გამოყვანა აღარ გაგვიჭირდება.
ვფიქრობ, 2040 წელი გმოწვევებით იქნება დატვირთული. ახალი მიზნები ,ახალი ამოცანები, წამახული ბილიკები გველოდება. მე არაფრისა არ მეშინია! ჩემი მეგობრებიც, აძვის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ვაჟები ( ჩვენ ათნი ვართ) მზად არიან. დაგველოდეთ! ჩვენ მოვდივართ !
