შემუშავდა საქართველოს მთვარობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
