ნანა ბაგალიშვილი – ცოდნის კაფეს დამფუძნებელი
ნინო დობორჯგინიძე – ილიას სახელმწიფო უნივერტსიტეტის რექტორი
ქეთი მოლაშვილი – ცოდნის კაფეს დამფუძნებელი
-ცოდნის კაფეს დამფუძნებლები, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State Universityს საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებისა და კულტურის მენეჯმენტის პროგრამების კურსდამთავრებულები
ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტები უნდა მიიღოს მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM მიმართულებებით, ხოლო ყველა სხვა პროგრამა უქმდება
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემაში მასშტაბურ ნეგატიურ ჩარევას, რომელიც:
• გაანადგურებს კონკურენციას უნივერსიტეტებს შორის
• შეამცირებს პროგრამების განვითარებას
• კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს გახდის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტებისთვის
• წაართმევს სტუდენტებს არჩევანის თავისუფლებას
• საფრთხეს შეუქმნის აკადემიური თავისუფლების პრინციპს
საზოგადოებას არ ეცნობა, ვინ ჩაატარა აღნიშნული კვლევა, რა მეთოდოლოგიით და რა მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე არ ჩატარებულა ფართო საჯარო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, უნივერსიტეტებთან და დასაქმების ბაზრის წარმომადგენლებთან.
ჩვენ მოვითხოვთ:
