პრეზიდენტის განკარგულებით, 15 დეკემებრს, 12 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნა.
დღის წესრიგი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
აჭარის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ერთპარტიული იქნება.