სასამართლოს მიერ პატიმრობასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნის გაზიარების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის სამსახურებს დაევალებათ – პროკურატურა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესზე, რომელიც 16:00 საათზე უნდა დაიწყოს, სასამართლო განიხილავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას და თუ, სასამართლო გაიზიარებს მოთხოვნას, გადაწყვეტილების აღსრულება დაევალება შესაბამის სამსახურებს.