რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ღამის თორმეტი საათი გადაცილებული იყო, როცა ვოცაფზე ჩვენთვის უცნობმა ქალმა დარეკა და გვხოვა მოგვესმინა. ისიც გვითხრა, რომ ჩვენამდე სხვა მედიებსაც დაურეკა, მაგრამ კონტაქტზე არავინ გავიდა. ქალმა წლებს წინ მომხდარი საშინელი ისტორია გაიხსენა, ტირილით მოგვიყვა როგორ იძალადეს მასზე და როგორ გახდა იძულებული ოჯახთან ერთად საქართველო დაეტოვებინა.

კითხვაზე, თუ რატომ გვიყვებოდა წლების შემდეგ და რისი შიში აქვს, ქალმა გვიპასუხა:

-“იმ საშინელი პერიოდის შემდეგ ევროპაში ვართ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ყველგან ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყანა გვაქვს, მეშინია ახლა სადაც ვართ დატოვება არ მოგვიწიოს იმ ადგილის, რადგან ზუსტად ვიცი, მოძალადეები დანაპირებს აასრულებენ და უარეს დღეში აღმოვჩნდებით!  ახლაც მაკანკალებს, რომ მახსენდება როგორ ძალადობდნენ, გამაუპატიურეს, მაფურთხებდნენ!…ყველაფერის საბაბი კი ბიზნესი და პოლირიკა იყო! სულ პატარა ბიზნესი მქონდა, ონლაინ-მაღაზია…. იმასაც ვფიქრობ, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე!…  ზუსტად ვიცი, საქართველოში თუ დავბრუნდით, ჩვენი პატარა ოჯახი აღარ იარსებებს. მინდა დარჩეს ჩემი მონათხრობი, რომ ჩემმა შვილმა იცოდეს, ყველაფერი გავაკეთე ოჯახის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად!..”

სატელეფონო ჩანაწერს ტექნიკური ხარვეზი აქვს, რადგან არც ველოდით ჩაწერა თუ მოგვიხდებოდა, მაგრამ რადგან ქალს დავპირდით, რომ თუნდაც მხოლოდ ამ მცირედით გვერდით დავუდგებოდით, გთავაზობთ ჩანაწერს და იმედს ვიტოვებთ, ის ქვეყანა, სადაც ახლა ოჯახია, ბოლომდე შეიფარებს და დაიცავს ქალს.

Leave a Reply