ნივთით მომიყევიო 🇬🇪 აფხაზეთი…

ავტორი – თამარ ფხაკაძე

ნივთით მომიყევიო აფხაზეთი…

დაფიქრებაც არ დამჭირვებია.
კლიტე ამოვიღე ერთადერთი,
სახსოვრად მომცა ჩემმა ბებიამ.
დაჟანგულია რკინა სამწუხაროდ,
თუმც ავგაროზად მიდევს ჯიბეში,
საკეტს ვერ ვიპოვნი ვიცი სამომავლოდ,
დამწვარი სახლი ჩანს ფოტოებში.
კლიტეს დავატარებ როგორც მოგონებას,
ზღვიდან მობერილი სოხუმის ქარის,
ჭუბერში გაყინულ შვილთან განშორებას
ღონემიხდილი ქართველი ქალის,
იქ დარჩენილი ბებიის თვალებს,
აკანკალებულ ხელებით ლოცვას,
ქალაქის თავზე დანთებულ ალებს.
დამწუხრებული აფხაზის კოცნას…

ოცნებებს ნუღარ ვდებთ სამარეში,
– ცხოვრებავ, ბევრი ვარდი მოწყვიტე..
ოღონდ დავბრუნდე ჩემს აფხაზეთში,
მზად ვარ ჩავმარხო მიწაში კლიტე.

Leave a Reply