“მე მოგიყვები ჩემს აფხაზეთზე”

📌 ციცინო ბუკია

დგას ენგურს გაღმა, ნახანძრალი, დათხრილ თვალებით…
ბავშვობის სახლი გზას გასცქერის და არ იღლება…
კიბედახავსულ ენას უყოფს ვიღაცა გამვლელს,
ზარავს ქარიშხლის უცნაური ამოკივლება,
როცა ცარიელ ოთახებში არავის სძინავს,
და როცა ღამით სინათლესაც არავინ ანთებს,
იქნებ არასდროს დაბრუნდესო, _ გაეფიქრება…
ასეთი შიში ხშირად იპყრობთ უკაცურ სახლებს…

-ბოტანიკური ბაღი, კვლევითი ინსტიტუტია, მამა მუშაობდა და სტუმრად ვიყავი მამასთან. მისმა თანამშრომელმა ექსკურსია რომ ჩამიტარა, მაშინ გადავიღეთ ეს ფოტო

Leave a Reply