სამხატვრო სტუდია “ბარე”, რომელიც თბილისსა და რეგიონში რამდენიმე ფილიალს ფლობს, მოწინავე სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც მხატვარ- არქიტექტორი მარიამ ნადიკაშვილი ხელმძღვანელობს. სტუდია წარმატებით ემსახურება როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს.

დაარსების დღიდან “ბარემ” არა ერთ მასშტაბურ საგამოფენო პროექტებში მიიღო მონაწილეობა. “ბარეს” თავის ბიოგრაფიაში საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება უხვად აქვს. მისი მოსწავლეები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სახეები არიან, რაც მომავალი წარმატების აუცილებელი პირობაა. რამდენიმე მოსწავლე შეკვეთითაც ხატავს და ნამუშევრებს მხატვართა ჯგუფების პლატფორმებიდან ჰყიდის, რაც სხვა მოზარდებისთვის მაგალითის და სტიმულის მიმცემია. ასევე, წარმატებით აბარებენ გამოცდებს “ბარეს” აბიტურიენტები და მომავალ მხატვრებად და არქიტექტორებად ყალიბდებიან. როგორც თავად მარიამ ნადიკაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მათ მშობლებს მიუძღვით. რის გამოც მათი ყოველთვის მადლიერია.

“ბარეს” მოსწავლეებს საინტერესო ბიოგრაფია აქვთ. გამოფენები დუბაიში, საფრანგეთში, იტალიაში. იანვარში დრეზდენის გამოფენისთვისაც ემზადებიან. ბავშვები ნაბიჯ- ნაბიჯ სწავლობენ წინსვლას, მალე ეუფლებიან წარმატებას და პერსპექტივის ფართო ასპარეზზე გადიან. წარმატება ვუსურვოთ დღევანდელი სიუჟეტის მოზარდ მხატვრებს: ნია ყოლბაიას ანასტასია ბუტიკაშვილს ანასტასია მირიანაშვილს ნინა მაღრაძეს ანასტასია თოდუას ბარბარე მჭედლიშვილს ნატალი მათიაშვილს, რომლებმაც დიდი სტიმული და მაგალითი მისცეს თავიანთ თანატოლებს. წარმატება სტუდია “ბარეს”, რომელიც სასექტემბროდ მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად მზად არის.

Leave a Reply