თქვენი სათქმელი

ირინე ფხოველიშვილი

“ფერმერ ქალთა ასოციაცია”, “ფერმერთა პროფკავშირი”

კახეთის რეგიონში ხორბლის წარმოებასა და რეალიზაციაში არსებულ პრობლემებს დაემატა კიდევ ორი ძალიან მტკივნეული და აღმაშფოთებელი მოვლენა მოიჯარე ფერმერებისთვის, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  1. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში სსიპ-ი ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურიდან შეტყობინება, რომლის საფუძველზეც მოიჯარე ფერმერებს, რომლებიც ყოველ წელს იხდიდნენ საიჯარო მიწის იჯარის გადასახადს, აღმოაჩნდათ 10 წლის დავალიანება ჯარიმებითა და პირგასამტეხლოთი, რაც კოლოსალურად დიდი თანხას შეადგენდა. თურმე ათი წლის განმავლობაში ფერმერის მიერ იჯარის ქირაში გადახდილი თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ქონების გადასახადში მიემართებოდა, ფერმერს იჯარის ქირა თავისი დანამატებით უგროვდებოდა და ამის შესახებ არავინ არ აფრთხილებდა, სამაგიეროდ 10 წლის შემდეგ „მოიფიქრა“ გამოსავალი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა და დაგროვილი თანხის 15 დღის ვადაში გადახდა მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაუქმებით დაიმუქრა.

საფუძველი: 2010 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პუნქტი ბ) -სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პუნქტი გ) – მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

  1. იმ ფერმერებს, რომლებმაც მაინც გადაიხადეს დარიცხული გადასახადი დანამატებით მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში სსიპ-ი ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურიდან მიიღეს ახალი შეტყობინება გაიზარდა საიჯარო ქირა მინიმუმ 28-ჯერ ანუ გაზრდილია 2800 %-ით, რაც წარმოუდგენელია. იჯარის ამ გაზრდილ გადასახადს კიდევ უნდა დაუმატონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გადასახადიც(?!), რომლის გაზრდაც ანალოგიურად იგეგმება.

საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი და სსიპი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნა. რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის 204- მუხლის  პუნქტი დ) -მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

აღსანიშნავია, რომ ეს ხდება მხოლოდ კახეთის რეგიონში და ამტკიცებს ჩვენს გონივრულ ეჭვს, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟთან, მოსახლეობაში უკმაყოფილების გაზრდასა და დესტაბილიზაციის გამოწვევასთან.

 

Leave a Reply