პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლას სოზარ სუბარი ეხმიანება და ამბობს, რომ მისი წასვლის თაობაზე გუნდშ წინასწარ მსჯელობა არ ყოფილა.
-გამიჯვნა-არგამოჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა ისიც ვერ გავიგე გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება, აქ არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა