საჩუქრად – გრან-პრის მფლობელისთვის

მოთხრობის ეკრანიზაცია და ლექსის კლიპი

 

ლიტერატურული კონკურსი

„ჩემი მთის სული“

ორგანიზატორები :

“ჩემი გამომცემლობა” , გადაცემა „მკითხველის სანიშნე“, “ახალი შანსი”

 

  • უკვე დიდი ხანია ჩვენი ქართული მთები ხალხისაგან იცლება, კიდევ ცოტა თუ შემორჩა სადარაჯოდ მშობლიურ კერას, რაც ესოდენ გვადარდიანებს, თუმცა ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი განვითარების პირობებში კაცსაც ძნელად თუ გაემტყუნება მთის მკაცრი ცხოვრების მიტოვება.
  • მიზანი: ჩვენი კონკურსის მიზანია საზოგადოებაში მთის ცხოვრების რომანტიზება და იმ ხალხის ერთგვარი მხარდაჭერა, რომლებიც კვლავინდებურად შეუპოვრად ინარჩუნებენ მთიანი მხარის სულსა და პირქუში ცხოვრების იერს არ უშინდებიან.
  • ამ კონკურსით გვინდა გამოვავლინოთ ჯერ კიდევ უცნობი ნიჭიერი ავტორები, როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში და მათი შემოქმედება საზოგადოებას გავაცნოთ, რითაც ხელი შეეწყობა ქართული მწერლობის განვითარებას და წიგნიერების მეტად პოპულარიზაციას.
  • კონკურსის მიზანია მთაში მცხოვრები შემოქმედი ადამიანების დახმარება, ახალი სახეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და უკვე კარგად ნაცნობი შემოქმედების სხვა თვალით დანახვა.
  • კონკურსი წელს მესამედ ტარდება

 

კონკურსის პირობები: საკონკურსოდ მიიღება მოთხრობა (პროზაული ნაწარმოები) და ლექსი, რომლის თემატიკაც, კონკურსის სახელიდან გამომდინარე, მთის ცხოვრებასა და მშვენიერებას ეძღვნება.

 

2026 წლის 15 აგვისტოდან  2026 წლის 1 ოქტომბრის  ჩათვლით „ჩემი გამომცემლობის” მეილზე – mypublishinghous@gmail.com გამოაგზავნეთ თქვენს მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, რომლის მოცულობაც პირობითად არ აღემატება ელექტრონულად ნაბეჭდ 10 გვერდს (მოთხრობა) და მაქსიმუმ ორი გვერდი პოეზია. ტექსტი უნდა იყოს გამოგზავნილი შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

 

ფაილი: ვორდი

შტიფტი: სილფაინი.

შრიფტის ზომა: 12.

სტრიქონებს შორის დაშორება: 1,5.

აუცილებელი მოთხოვნა – ნაწარმოები აქამდე არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

თითოეული კონკურსანტისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, რომელშიც მითითებული იქნება პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, შეიძლება ფსევდონიმის გამოყენებაც, თუმცა ნამდვილი სახელი და გვარის გამოგზავნა აუცილებელია, რომლსაც არ გავახმაურებთ), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მეილი), ერთი ფოტოსურათი.

კონკურსანტი დასტურის სახით მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ნაწარმოები აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს და იგი დაშვებულია ჟიურის მიერ განსახილველად. გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ კონკურსის დასახელება “ჩემი მთის სული”.

 

 კონკურსი გაიმართება 2 ასაკობრივ კატეგორიაში:

  1. 15 წლიდან 18 წლამდე.
  2. 18 წლის ზევით.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსის გამოცხადების ვადა: 2026 წლის 15 აგვისტო

მასალების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ოქტომბერი.

მასალების ჟიურის გაცნობის ვადა: 2026 წლი 1 ოქტომბერი – 1 ნოემბერი.

დაჯილდოება: 11 დეკემბერი

ჟიური: გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური,  რომლის შემადგენლობაში შევლენ კვალიფიციური ლიტერატურათმცოდნენი. ჟიური ყველა მასალა გადაეცამე დაშიფრული კოდით და მათ არ ეცოდინებათ ნაწარმოების ავტორის ვინაობა. მათი ვინაობა ცნობილი გახდება კონკურსის დასკვნით დღეს – 11 დეკემბერს – მთის საერთაშორისო დღეს.

ფინალი: ნოემბრის დასაწყისში გამოცხადეება  10 საუკეთესო ნაწარმოები პროზაში და 10 საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, რომელთა კრებულიც წიგნის სახით გამოიცემა, ხოლო დეკემბრის დასაწყისში შედგება წიგნის პრეზენტაცია და გამოვლინდება თითო კატეგორიაში (15-დან 18 წლამდე და 18 წელს ზევით) სამ-სამ გამარჯვებული, რომლებიც შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

  • ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი მონაწილეობისთვის

კონკურსის მედია-მხარდამჭერები არიან:

კონკურსი სხვადასხვა მიმართულებით ჰპოვებს გაგრძელებას. ერთ-ერთი მიზანია სოფელ ბოჭორნაში ბიბლიოთეკის გახსნა და ქართული წიგნის პოპულარიზაცია.

რას ვთავაზობთ სპონსორებს

 

Leave a Reply