“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში.
“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა. დამთავრებულია “ქართული ოცნება,”- განაცხადა ნიკა მელიამ.