რამდენიმე ხნის წინ ერთმა კაცმა საშინელი, დაუჯერებელი ისტორია გვიამბო და თან დასძინა, ჟურნალისტები რატომ არ ინტერესდებით იმ ადამიანების ბედით, რომლებმაც ქვეყანა იძულებით დატოვეს და სხვა ქვეყანაში, ისევ თავისი თანამოქალაქის გამო ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდაო.

ნაამბობმა მართლა ძალიან იმოქმედა ჩვენზე და გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ქალს, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახმა მოიძულა, იძალადა და აიძულა გაქცეულიყო.

გოგოს კონტაქტს ვერ მივაკვლიეთ, ერთმა ორგანიზაციამ, რომელსაც გოგომ ჯერ კიდევ ქვეყანაში ყოფნის დროს მიმართა, მამის ტელეფონი მოგვცა, დარეკეთ და როგორც კი გაიგო კაცმა რა საკითხზე ვურეკავდით, გაბრაზდა, ჩვენც შეურაცხყოფა მოგვაყენა და გაგვითიშა, თან დაგვემუქრა, კიდევ თუ დარეკავთ და მიხსენებთ, ჩემს ქმედებაზე პასუხს არ ვაგებო.

-მე შვილი არ მყავს, ის მკვდარია! – გვითხრა კაცმა.

როგორც იქნა ვიპოვეთ გოგოსთან დასაკავშირებელი გზა, დავურეკეთ და მასგან იმაზე უფრო მძმე ისტორია მოვისმინეთ, ვიდრე წარმოგვედგინა.

განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ბულუნგის და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გერმანიაში მოტყუებით წაიყვანა „დამსაქმებელმა“ მარწყვის კრეფაზე, პასპორტი ჩამოართვა და გოგონა ისევ აუტანელი პრობლემების წინ აღმოჩნდა.

გოგო იმდენად შეშინებულია, ერიდება ყველა ქართველს, მამას რომ არავინ შეატყობინოს მისი ადგილსამყოფელი, გადადის ადგილიდან ადგილზე, იცვლის საკონტაქტო ნომერს და ოცნებობს იმაზე, რომ ქვეყანამ, სადაც ახლა არის ტავშესაფარი მისცეს.

-სამშობლოში ვერ დავბრუნდები! სიკვდილი არ მინდა და ერთადერთი იმედი ეს უცხო ქვეყანაა, სადაც ვარ – გვითხრა გოგონამ.

Leave a Reply