„აჭარული კინო-ამბები“

სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები“ ტარდება საქართველოს თვალწარმტაც მთიან რეგიონში, შუახევში, სადაც ვზეიმობთ სმარტფონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ შექმნილ კინოს ჯადოსნური სამყაროს ახალ შესაძლებლობებს.

პროექტი ტარდება აჭარის კულტურის სამინისტროს და შუახევის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

სმარტფონების მზარდი შესაძლებლობის განვითარებით შთაგონებულებმა, 2022 წელს დავაფუძნეთ ეს ფესტივალი, რათა გაგვეერთიანებინა ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე მარტივი მოწყობილობებით გამოხატავენ უსაზღვრო კინემატოგრაფიულ იდეებს (მით უმეტეს, როცა მსოფლიოს წამყვანი რეჟისორებისგან გვაქვს მსგავსი პრეცენდენტი: სტივენ სპილბერგი, სტივენ სოდერბერგი, შონ ბეიკერი, დენი ბოილი, პაკ ჩან-ვუკი, რიდლი სკოტი. გასულ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ალექსანდრე კობერიძის Sony Erricson გადაღებულმა ,,ხმელმა ფოთომა” მოიპოვა.)

პირველი ფესტივალი ლოკალურად გაიმართა, მხოლოდ აჭარის ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ატარებდა სახელს „აჭარული ამბები“. უკვე მაშინ გამოჩნდა მისი წარმატება: მივიღეთ მხარდაჭერა სხვა რეგიონებიდანაც, რის შემდეგაც მეორე წელს გაბედული ნაბიჯი გადავდგით – ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მივანიჭეთ და უცხოელი მონაწილეები და აუდიტორია მოვიზიდეთ. ჩვენ ვართ საქართველოში არსებული ერთადერთი მოქმედი სმარტ-ფილმების ფესტივალი!

დღემდე ვუმასპინძლეთ 15-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდას და მათ ნამუშევრებს, მათ შორის უკრაინიდან, იაპონიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, სენეგალიდან, მავრიტანიიდან, ალჟირიდან და სხვ. და ასობით ფილმს!

ასაკობრივი კატეგორია: 13-29 წელი (13-19 უმცროსი , 20-29 უფროსები). ანუ ფესტივალში მონაწილეობენ მოსწავლეებიც და სტუდენტებიც, რითაც თავს იყრის მრავალფეროვანი პროგრამა – შესაბამისად, კონკურენციაც დიდია!

მაქს 10 წუთიანი ქრონომეტრაჟი, ნებისმიერი თემა, რაც მრავალფეროვნებას სძენს ნამუშევრებს – საუბრობენ თანამედროვე გამოწვევებზე, სოციალურ თემაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და ა.შ.

რაც მთავარი, ეს მოკლემეტრაჟიანები აუცილებლად ტელეფონით უნდა იყოს გადაღებული.

ფესტივალი ჩატარდება შუახევში, მაღალმთიან აჭარაში, 22-24 სექტემბერს.

შემოვიდა 40 ქვეყნიდან 450 ფილმი. საკონკურსოდ შეირჩა 15 ქვეყნის 40 ფილმი. (საქართველო, სომხეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ყაზახეთი, უზბეკეთი, ირანი, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, უკრაინა, კენია , კვიპროსი, პერუ, ფილიპინები, თურქეთი)

გრან-პრი – უახლესი აიფონ 17!

Leave a Reply