პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. ვაკანტურია ერთი პოსტი – იუსტიციის მინისტრის ადგილი, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში წასვლით გაათავისუფლა. იქნება თუ არა სხვა ახალი სახე ახალ მთავრობაში? კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების პროცესი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა წარდგენილი. მას ახალი გუნდის წარსადგენად 7 დღეს აქვს.