ყოველი შემდგომი ვაქცინა, რომელიც კვლევის დასასრულს მიუახლოვდა , დგას რიგში დამტკიცებისათვის, მოგვცემს მეტ ინფორმაციას და იქნება უფრო სრულყოფილი, ვიდრე წინამორბედი
მაია ცომაია
საავტორო გადაცემის „პაციენტის დრო“ წამყვანი, ჟურნალისტი
ირმა კვიცარიძე–ექიმი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, ავსტრიის, კერძოდ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, აუდიტორი, მედიცინის ადმინისტრირების სპეციალისტი
-გამახარეთ ქ.ნ ირმა თქვენი გამოჩენით…
-ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ფეისბუკი დამეტოვებინა, მიზეზები უცხო არავისთვისაა- მოზღვავებული აგრესია, გასხვავებული აზრის არაპროფესიონალური ურაპატრიტიზმით გადაფარვა. არც „სამედიცინო მენეჯნემეტის „პოლიტნოვატორებზე“ ხმამაღალი აზრის გამოთქმა მოეწონა გარკვეულ ნაწილს ფესიბუქ საზოგადოებიდან და ა.შ.
-თუმცა, ეს პერიოდი თქვენი მუდმივი ფიქრი კოვდზე, ვაქცინებზე, პრეპარატზე და საქართველოზე უცვლელი დარჩა…..
-დიახ, წამალი, მსოფლიო და ჩემი სამშობლო -საქართველო! ვადევნებ თვალს საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს და ვაკვირდები განვითარებულ მოვლენებს. ამის მიზეზი ცხადია, ჩემი ოჯახი, მეგობები და სამშობლო. კორონავირუსთან მსოფლიო ომში ჩართულია ჩემი ქვეყანაც, სადაც პანდემისათან საბრძოლველად ფაქტიურად არანაირი „მუნიცია“ არ არის, არც თავდაცვითი და მითუმეტეს არც აქტიურ შტევაზე გადასასვლელი. ასეთი გარემო ბევრი მითის, დეზინფორმაციის (რომელსაც ბევრი იყენებს გასნაკუთრებით მედპოლიტაქტივი) და პანიკის დათესვის საუკეთესო ნიადაგია. უიმედობა, შიში და განათლების სისტემის არასრულყოფილება ანადგურებს ქვეყნის მომავალს. ამის შორიდან ყურება ვერ ჩავთვალე სწორ გადაწყვეტილებად. ამიტომ გადავწყვიტე სხვა თუ არაფერი, სწორი ინფორმაცია, რეალურ მასალებზე დაყრდნობით მივაწოდო საზოგადოებას.
-თქვენ სწორედ ამით გამოგარჩევდით ქ.ნ ირმა, რეალური ინფორმაციების მოწოდებით, სამართლიანი კითხვებით, კოლეგიალური და ეთიკური კრიტიკით
-კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, მე ვსაუბრობ იმ ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც ვმუშაობ და ვცხოვრობ. ავსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სიტემაა, ორიენტირებული ადამიანზე და არა ბიზნესზე. სადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი რომლის ღირებულება 2 მილიონი ევროა, მისი მოქალაქისათვის, კერძოდ ბავშვებისათვის უფასოა ..
-თქვენ კარგად იცით ჩემი დიდი ინტერესი დღემდე შემოთავაზებულ ვაქცინებზე, დიდი ხანია გვიანონსებენ ჯერ ფაიზერის, ახლა კი ასტრაზენეკას შემოტანას. მოკლე რეზიუმე ვაქცინებზე….
– კორონა ვირუსის გამო პანდემიის გამოცხადების დღიდან 203 სხვადასხვა ვაქცინის შექმნზე მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, აქედან 193 არის ოფიციალურად აღრიცხლული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგისტრში. მსოფლიოს 10 წამყვანი დიდი სამეცნიერო ინსტიტუტი ცალკე და ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა კვლევებს. ამ ვაქცინებიდან 17- მა შეძლო ლაბორატორიის ფარგლებს გასცდომოდა და საკვლევად ადამიანებზეც დაეშვათ. რამდენიმე მათგანი საგანგებო ვითარების გამო გამონაკლისის სახით სწარაფადაც დაუშვეს. ბევრ კითხვაზე -შესაძლო გვერდით მოვლენებსა თუ ეფექტურობაზე, რომელიც მაშინ დაისვა, პასუხებს ნელ ნელა ვიღებთ ამჟამად აცრილ კონტიგენტზე წარმოებული დაკვირვებების მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ აღფრთოვანებასთან, „გვეშველასთან“ დამოკიდებულება ზედაპირული იყო.
-როგორც გავიგე თქვენ ასტრაზენეკათი აიცერით, არადა საქართველოში არცთუისე სახარბიელო ინფორმაცია ვრცელდება მასზე, რატომღაც დაუცხრომელი მოთხოვნა ფაიზერზე უფრო აქვთ
-გასაკვირია, როდესაც რნმ და -90 გრადუსიანი მაცივრების საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი რომ გახდა ბევრისთვის, ვიდრე სამეცნიერო კვლევის ლაფსუსები. ფარმაინდუსტრიის ბაზარზე პირველობა, გამონაკლისი დაშვებებით და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ვსაუბრობ ბიოტექ-ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებზე. მერე ასტრა ზენიკაც გამოჩნდა, ახლა ნოსტალგიანარევი ჯონსონ &ჯონსონი, და ა.შ. ფაქტია, ეს ვაქცინები ჯერ ჯერობით არის პრობლემის დროებითი გადაწყვეტის საშუალება. დაავადებისაგან არცერთი არ გვიცავს 100%-ით, თუ ვირუსი შეგვეყრება, მას გადავიტანთ ადვილად. კარგ შემთხვევაში ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა არ დაგვჭირდება და ლეტალურ შედეგს ავიცილებთ. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს დაახლოვებით 8000 თანამშრომელი , კლინიკაში შემოტანალი იქნა თავიდან ბიოტექ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები. ავსტრიაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამ ვაქცინებით, ვაქცინაციაზე სურვილი გამოთქვა თანამშრომლების მხოლოდ 7 % მა , როგორც ვიცით ვაქცინაცია ორ-ეტაპინია, პირევლი ვაქცინა უმრავლესობამ შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა, ერთი რაც შესამჩნევი იყო ყველა მათგანს ახასიათებდა აღიშნულ ვაქცინაზე საუბრისას აგრესია-რომ ვაქცინა რომელიც გაიკეთეს კარგია, მაცივარი, რნმ , არანაირი გვერდითი მოვლენები არა აქვთ და ა.შ. აქვე 3 გვერდიან კითხვარს რომელიც აცრის შემდეგ შეაჩეჩეს ხელში სადაც გვერდითი მოვლენები იყო ჩამოთვლილი,გულმოდგინედ და ომახიანად ავსებდნენ. რამოდენიმე კვირის შემდეგ გაიკეთეს მეორე ვაქცინა, აქაც სამგვერდიანი კითხვარის შევსება თხოვეს და აი აქ აგრესია 1 კვირიანმა ბიულეტინმა შეცვალა. უმეტესობას მეორე დოზის შემდეგ ქონდათ კოვიდის სიმპტომები, ერთის გამოკლებით-მართვით სუნთქვის საჭიროება არ იყო აუცილებელი. ანტისხეულები მაქსიმუმ 3 თვე. აქვე ინფორმაცია ბიოტექის ფუძემდებლის ოლზუმ ტურეჩის- ინტერვიუდან, მას კითხეს აცრილი ყავდა თუ არა მისი ლაბორატორიის თუ საწარმოს თანამშრომლები? პასუხი- იმ დროს როცა ვაქცინის უწყვეტი წარმოებაა სჭირო, არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ბიულეტინის გამო თანამშრომელბი დაგვაკლდესო. დასკვნა ჩემთვის ცხადია. ჩვენს კლინიკაში, ამჯერად სამი სხვადასხვა ვაქცინა გვაქვს და ისევ არჩევნის საშუალება. თანამშრომების 53 % მა გადაწყვიტა აეცრა ასტრაზენეკას ვაქცინით. პირადადაც გავიკეთე ასტრაზენეკას ვაქცინა, არ მქონია არცერთი გვერდითი მოვლენა. ვიცით რომ ამ ვაქცინებით გვექნება დროებითი იმუნიტეტი, ასტრაზენეკას შემთხვევაში 3 დან 6 თვემდე. პირველი დოზის გაკეთებიდან მერვე კვირაში გაგვიკეთდება გამოკვლევა ანტისხეულებზე და შედეგის მიხედვით გადაწყდება მეორე დოზის გაკეთების აუცილებლობა.
–რატომ მაინცდამაინც ასტრაზენეკა?
– იმიტომ რომ მასზე გვაქვს მონაცემების სრული ინფორმაცია. ვიცით რომ 1 დოზის შემდეგ იმუნიტეტი 60 % ია და მეორე დოზის შემდეგ (11 კვირის შემდეგ კეთდება) ეფექტურობა 90% მდე იზრდება. აქვე გავხდით მოწმე ამ ვაქცინაზე საინფორმაციო შეთქმულებების ტალღისა: რომ არ ვარგა, რომ აფრიკულ მუტაციაზე არ მოქმედებს, რომ აფრიკიდან მილიონობით დოზა დაბრუნდა და ა.შ. ასტრაზენეკამ სხვებისაგან განსხვავებით აწარმოა გამოკვლევა და კეთილსინდისერად განაცხადა რომ აფრიკულ მუტაციაზე არ მოქმედებს, დანარჩენებმა, ისე რომ არ კი უწარმოებია კვლევა, განაცხადეს რომ ალბათ მოქმედებსო, მერე აღმოჩნდა რომ ვერ მოქმედებს! ასტრა ზენეკას ვაქცინაც 2 ეტაპიანია, პირველი ვაქცინის შემდეგ ვაქცინირებულთა მცირე ნაწილს ქონდათ, თავის ტკივილი და 38 გრადუსამდე ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღე, სხვა გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, აქაც 3 გვერდიანი კითხვარი გამოგვატანეს შესავსებად. ასტრაზენეკას შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები ვითარდება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ.
-ანუ დღეს მოწოდებული ყველა ვაქცინა არის პრობლემის გადაწყვეტის დროებით შესაძლებლობა. ის ვაქცინები კი, რომლებიც დაგვიცავენ დაავადებისგან ოდესმე თუ იქნება?
-მარტივად რომ გადმოგცეთ, ამჯერად არსებული ვაქცინებით გამოვიმუშავებთ ანტისხეულებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვაქცინიდან გამოდინარე არის 3 დან მაქსიუმ 6 თვემდე, ამის შემდეგ იმუნიტეტი არ გვაქვს საჭიროა თავიდან ვაქცინაცია. იგივე ეხება ჯოსონ & ჯონსონის, ნოვოვაქსის ვაქცინისაც, სპუტნიკზე და ჩინურ ვაქცინებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ვაქცინა, რომელიც ეგრეთწოდებულ უჯრედულ იმუნიტეტის გამომუშავების საშუალებას იძლევა ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.
-ქნ ირმა, უფრო მეტი ასტრაზენეკას ვაქცინის „ვარგისიანობაზე“…..
-დიახ, მითქმა-მოთქმა, თურმე ასტრაზენიკას ვაქცინა არ ვარგა, ინდოეთში მზადდება, აფრიკულ მუტაციაზე არ მოქმედებს და ა.შ. ვაქცინების დასამზადებლად საჭიროა serum-შტრატი , რომელიც არის ვაქცინის ბაზისისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ კომპონენტს ამზადებს მსოფლიოში ორი ძირითადი მწარმოებელი, ერთი არის ინდური ლაბორატორია- Serum Institute of India და მეორე სამხრეთ კორეული ლაბორატორია- SK Bio ( Südkorea), სწორედ ამ serums- შტრატებს, იყენებს, როგორც ასტრა ზენეკა, ისე ფაიზეირი, მოდერნა, ჯონსონ & ჯონსონი და ა.შ. ასტრაზენეკა იყენებს წარმოებისათვის ორივე ლაბორატორიის მიერ მიწოდებულ შრატებს. ბრიტანულ მუტაციაზე ვერც ფაიზერ ბაიონტექის , ვერც მოდერნას და ვერც ერთი სხვა ჯერ-ჯერობით რიგში მდგომი ვაქცინა ვერ მოქმედებს. საჭიროა ახლი ვაქცინის შექმნა. ყოველი შემდგომი ვაქცინა, რომელიც კვლევის დასასრულს მიუახლოვდა , დგას რიგში დამტკიცებისათვის, მოგვცემს მეტ ინფორმაციას და იქნება უფრო სრულყოფილი, ვიდრე წინამორბედი.