ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია “ენკას” 2 კვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისში აქციები ისევ გაიმართება და ქალაქის პიკეტირებაც დაანონსდა.
მოთხოვნები უცვლელია:
. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა