ლექსო სვიმონიშვილი

იურისტი

იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც!…
თბილისი პატარა ქალაქია, მსუბუქად რომ ვთქვათ ,ცოტა მშიშარაც…
ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის რომ გავრცელებული კადრები ავთენტურია, კონკრეტული ეპიზოდი სულ რომ მონტაჟი იყოს, არახალია რომ ბერა ივანიშვილი საკუთარი რეპუტაციის გასამყარებლად იყენებდა და იყენებს როგორც ძალოვან უწყებებს, ისე ქუჩის რესურსს. ისტორია მეორდება, ყველამ იცოდა რომ ციხეებში ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა მიმდინარეობდა, მაგრამ საზოგადოებამ ვიდრე კადრები არ ნახა რეაგირება არ მოახდინა!
ცალკე საკითხია იმ კადრებიდან რა ნაწილი იყო რეალური და რამდენი დადგმული, თუმცა ასეთ დროს 1 პროცენტიანი სიმართლეც კი საკმარისია საზოგადოებრივი პროტესტის გასაღვივებლად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რეალობა!!! ქართველებს ერთი საშინელი სენი გვჭირს (სხვა ბევრ სენთან ერთად), გვიჭირს ხმის ამაღლება იქამდე, ვიდრე სხვა არ ალაპარაკდება, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი რომ ნელ-ნელა იმატებს დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ყვებიან კონკრეტულ ფაქტებს მათი დაჩაგვრის შესახებ…
ვიმედოვნებ საზოგადოება დადგება მოწოდების სიმაღლეზე და ე.წ. ხელისუფლებას მიუჩენს საკუთარ ადგილს ისტორიულ სანაგვეზე, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო კანონის სრული სიმკაცრით გაასამართლებს მოძალადე ხელისუფლებას!!!

Leave a Reply