“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია იმ პოზიციაში, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ მიეცეს.
“იმ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში, არა მარტო მოლაპარაკების პროცესიდან, არამედ პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლის. მთავარია შედეგი და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. ამ რეალობაში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ყველა პარტია ერთიანია. სასურველია, რომ ღარიბაშვილი არათუ მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.
იმ საკითხების გარდა, რომელიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, იმ 6 პუნქტის გარდა, სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ,”-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.