ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღის ბოლოს მედიასთან კომენტარი გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარს, ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებს და საპატრიარქოს სახელით, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.