რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ტიგინაშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.
-დაუკვირდით ეპისკოპოსების აბსოლუტურ უმრავლესობას – ისინი ეგოისტური უტიფრობით სხედან თავიანთ ფეშენებელურ რეზიდენციებში, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე არა აქვთ პოზიცია, არ შეუძლიათ პრინციპების დაცვა, არიან ზნეობრივად რელატიურები, არ გააჩნიათ ხედვა და ღირსება, არ არიან ემპათიურები, ვერ ეწინააღმდეგებიან დედადედოფალ შორენას, აკერპებენ და აფეტიშებენ კრემლის რეზიდენტ პატრიარქს, ცხოვრობენ ფუფუნებაში, არიან უინტელექტოები, ფეხებზე ჰკიდიათ მარადიული ხვედრი!..
ამ ყველაფრის ფონზე კი ტრაგედია ისაა, რომ ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება, ინსტიტუციონალური გაგება, რწმენა და ემპათია. სიმკაცრემ, რომელიც უსიყვარულოა – წარმოშვა შიზოფრენია და აგრესია მმართველ რგოლში…
ეს ცრუეკლესიაც საბჭოთა მემკვიდრეობის ნაყოფია, ეს იერარქიაც – კაგებეს და ფეესბეს სპეცსამსახურების კაბინეტებშია ხელდასხმული!
ახლა კი სახეზეა კომატოზური კრიზისი! ვერ აუღეს ალღო თანამედროვე ტექნოლოგიებს და მოექცნენ ჩიხში. თან დააკვირდით, ეკლესია ითხოვს არა რელიგიურ უფლებებს, არამედ პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტებს, რაც არაა მისი ბუნებითი და ონტოლოგიური მოწოდება. სწორედ ეს აზიანებს ქრისტეს მისიას, ეკლესიის სულიერ დანიშნულებას და პერსპექტივას!
ამიტომ, სანამ კლერიკალიზმი იბოგინებს საზოგადოებაში – იბოგინებს რეტროგრადიზმიც, ტრიუმფალიზმიც და სიბნელეც!