“ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შემდეგ, პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დღეს სასამართლომ პროკურატურას მისცა უფლება ტვ პირველიდან ამოიღონ ფირები.  განჩინების ფურცლის ფოტოს თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

“არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!!!” – ასე მიმართავს საქართველოს პროკურატურას ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია.

-ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!

ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი .

p.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად-მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!

როგორც ტვ.პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ აღნიშნა, ჟურნალისტების მოვალეობაა წყაროს დაცვა და ეს უფლება კანონით არის დაცული:

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკველევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.” – ამბობს მელაძე.

Leave a Reply