ექიმები რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას 6 მარტს შეუერთდნენ, კარავი კი დღეს დადგეს. ექიმების კარავი უკვე მე-18 კარავია, რომელიც პარლამენტის წინ დაიდგა.
აქციის მონაწილე მედიკოსები ამბობენ, რომ კარავი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვისაა განკუთვნილი, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგებიან და მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.