“ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედის, 1,5 წლით ციხეში გაშვება პოლიტიკური აქტისთვის – ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის – არის ჩვეულებრივი ფაშიზმი “-, ამის შესახებ “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ამ რეჟიმს ჰგონია, რომ მისი ძალაუფლება სამუდამოა. ყველა დიქტატორს ასე ჰგონია – და სულ ტყუილად” .
“როდესაც რეჟიმი კარგავს ელექტორალურ მხარდაჭერას, ის ცდილობს ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის კომპენსირებას აღვირახსნილი, უსინდისო ძალადობით.
ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედის, 1,5 წლით ციხეში გაშვება პოლიტიკური აქტისთვის – ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის – არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.
როგორც ჩანს, ამ რეჟიმის შემოქმედებმა მხოლოდ 30-40-იანი წლების გერმანიის სამართალი ისწავლეს.
როდესაც ოცნების რეჟიმმა ჟურნალისტები სასიკვდილოდ გაიმეტა, არავინ დასჯილა.
როდესაც პოლიტიკური პარტიების ოფისები ტიტუშკებმა დაარბიეს – არავინ დასიჯილა.
როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ოფისებსა და ლიდერების საცხოვრებელ სახლებთან სისაძაგლეები დაწერეს – არავინ დასიჯილა.
ამ რეჟიმს ჰგონია, რომ მისი ძალაუფლება სამუდამოა. ყველა დიქტატორს ასე ჰგონია – და სულ ტყუილად.
სოლიდარობა ელენეს და მის ოჯახს.
სოლიდარობა და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!” -, წერს გიორგი მელაშვილი.
