ქაბულში ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე ავღანელი დეპუტატი გახდა, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი დაიღუპა, სამიზნე კი აფეთქებას გადაურჩა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.