საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 13 300 -ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 12 801-ია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსმა მთლიანობაში 211 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ორი ლეტალური შემთხვევა გუშინ გუდაუთის საავადმყოფოში დაფიქსირდა.